ესპანური საიტი entrenadoresfutbol.es "დინამო თბილისის" აწ უკვე ყოფილ მწვრთნელ ჩისკო მუნიოსის შესახებ წერს.
თუ აღნიშნულ წყაროს დავუჯერებთ, ის ევროპის ლიგაზე "გრანადას" თბილისის "ლოკომოტივის" დამარცხებაში დაეხმარა.
საქმე იმაშია, რომ "გრანადას" "რკინიგზელებზე" ინფორმაციის მოძიება გასჭირვებიათ და დახმარებისთვის ჩისკოსთვის მიუმართავს, რომელიც ქართულ ფეხბურთში კარგადაა ჩახედილი.
მასაც დახმარებაზე უარი არ უთქვამს და თანამემამულეებს ქართველების დამარცხებაში თავისი წვლილი შეიტანა.
მოგეხსენებათ, 24 სექტემბერს "გრანადამ" საკუთარ მოედანზე "ლოკომოტივს" 2:0 სძლია.
რაც შეეხება ჩისკოს, მან დღეს თავისი ნებით დატოვა "დინამო თბილისის" მწვრთნელის პოსტი. გავრცელებული ინფორმაციით, ის ჩემპიონშიპის ბინადარ "უოტფორდში"
გადავა სამუშაოდ.