"გრანადას" მწვრთნელმა წიტაიშვილის საქართველოს ნაკრებში გამოძახების შემდეგ უკმაყოფილება გამოთქვა - აბასკალმა გიორგისა და სხვა ფეხბურთელების გარშემო შექმნილ ვითარებაზე ისაუბრა

AutoSharing Option
"გრანადას" მთავარმა მწვრთნელმა გილერმო აბასკალმა გიორგი წიტაიშვილის საქართველოს ნაკრებში გამოძახების შემდეგ უკმაყოფილება გამოთქვა.

როგორც იცით, სანაკრებო პაუზის დროს, ესპანეთის სეგუნდა დივიზიონი არ ჩერდება და მატჩები მაინც ტარდება, 35 წლის სპეციალისტს მიაჩნია, რომ მსგავსი რამ არ შეიძლება, სიტუაცია უნდა დარეგულირდეს და ყველა თანაბარ პირობებში იყოს.

"საკლუბო ტურნირები უნდა შეჩერდეს, როდესაც ეროვნული ნაკრების მატჩების პერიოდია. სეზონის განმავლობაში მსგავსი სანაკრებო ფანჯარა ხუთჯერაა.

შესაბამისად, წიტაიშვილის მსგავს ფეხბურთელებს, რომლებსაც ეროვნულ ნაკრებებში იწვევენ, შესაძლოა, 8-10 თამაში გამოტოვონ.

ეს უნდა დარეგულირდეს და ყველა თანაბარ პირობებში იყოს", - ამბობს
აბასკალი.

ინფორმაციისთვის, წიტაიშვილი "გრანადაში" 1-წლიანი იჯარით ამ სეზონის წინ კიევის "დინამოდან" გადავიდა. მან საწყისი 3 ტური სასტარტოში დაიწყო, ორჯერ მოედანზე 72 წუთი დაჰყო, ერთხელაც - 70.
მკითხველის კომენტარები / 5 /
მეც მაგ აზრზე ვარ პროგრესი არ იგრძნობა მთავარ მიზეზად მიმაჩნია ვერ მოხვდა ისე რომ გიო ნორმალურ მიზანდასახულ კლუბში მოხვედრილიყო გრანადა კარგი გუნდი ჩანს ორი სასტარტო თამაში წააგო სახლში იმედი ვიქონიოთ რომ კლუბიც და გიოც დასძლევენ სასტარტო კრიზისს რაც შემდგომში აისახება როგორც სატურნირო ცხრილზე ისე გიოს პროგრესზე ნიჭიერი რომ არი ფაქტია
გიორგი
14:03 31-08-2024
0
მართალს ამბობს აბა რააა ! მეორე დივიზიონებშიც ძალიან ბევრი ნაკრებების ფეხბურთელი თამაშობენ შეიძლება პიეველ დივიზიონზე არანაკლები რაოდენობის და რა პონტია ასე რომჩაგრავენ ისედაც დაჩაგრულ გუნდებს @
zura222
13:46 31-08-2024
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული