გიორგი იაკობიძე: "ლოკომოტივი" ჩემპიონობისთვის იბრძოლებს

AutoSharing Option
"ლოკომოტივის" ახალგაზრდა შემტევმა გიორგი იაკობიძემ 2020 წლის სეზონი ნაადრევად, იძულებით დაასრულა. 19 წლის ფეხბურთელმა ბათუმის "დინამოსთან" მატჩის წინ, ვარჯიშზე ტრავმა მიიღო. "ლოკომოტივის" ოფიციალური ვებგვერდისთვის გიორგიმ განვლილი სეზონი შეაფასა და რა თქმა უნდა, საუბარი მისი ტრავმით დავიწყეთ.

- გიორგი, შენი ტრავმის შესახებ გვითხარი, ახლა როგორ ხარ და როდის შეძლებ ვარჯიშის დაწყებას?
- სამწუხაროდ, ბათუმის "დინამოსთან" მატჩის წინ, ვარჯიშზე დავშავდი და დარჩენილ ტურებში ვეღარ ვითამაშე. ამ დასანანმა ტრავმამ დიდი დარტყმა მომაყენა, რადგან ჩემს გუნდს უმნიშვნელოვანეს მატჩებში ვერ დავეხმარე. ძალიან მინდოდა, ჩემი მცირე
წვლილი შემეტანა "ლოკომოტივის" წარმატებაში. ტრავმის შემდგომმა რეაბილიტაციამ კარგად ჩაიარა და გუნდს ახალი სეზონის მოსამზადებელი ეტაპის დაწყებისთანავე შევუერთდები.

- რას იტყვი განვლილ სეზონზე, რა დაგამახსოვრდა ყველაზე მეტად?
- ვფიქრობ, ჩვენი კლუბისთვის ეს სეზონი წარმატებული იყო. ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ორი რთული მეტოქე დავამარცხეთ. რა თქმა უნდა, სეზონის ყველაზე დასამახსოვრებელი ფაქტი მოსკოვის "დინამოსთან" მოგებაა და მგონია, ეს მატჩი ჩვენი ქვეყნის ისტორიაში დარჩება და არავის დაავიწყდება.

- კიდევ რა იყო შენთვის ყველაზე გამორჩეული მომენტი 2020 წელს?
- 2020 წელს ჩემთვის ყველაზე გამორჩეული მომენტი იყო ჩემი სადებიუტო გოლი ეროვნულ ლიგაში. ეს თამაში არასდროს დამავიწყდება, რადგან ჩემს პროფესიულ საფეხბურთო კარიერაში პირველი გოლი გავიტანე. ასევე, ძალიან კარგად მახსენდება "საბურთალოსთან" მატჩი, როცა მოედანზე მეორე ტაიმში, შეცვლაზე შემოვედი და გოლის გატანა იქაც შევძელი. მინდა, მადლობა ვუთხრა ჩვენს სამწვრთნელო შტაბს ამ ნდობისთვის, რომ შანსი და სათამაშო დრო მომცეს. ვფიქრობ, მათ იმედები ცოტათი მაინც გავუმართლე. რა თქმა უნდა, ეს ჩემი შესაძლებლობების მაქსიმუმი არაა.

- როგორ ფიქრობ, რა მიზნებისთვის შეუძლია მომავალ სეზონში "ლოკომოტივს" ბრძოლა?
- მომდევნო სეზონში, ვფიქრობ, "ლოკომოტივი" ჩემპიონობისთვის იბრძოლებს და ამისი ძალა ნამდვილად გვაქვს. ახლა ყველანი ორმაგად მოტივირებულები ვართ, რადგან ამ სეზონში, ჩვენდა სამწუხაროდ, ვერ შევძელით ევროტურნირზე გასვლა.

მომზადებულია fcloco.ge-ს მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 1 /
ეს ნაც სექტა მაგარ სიზმარშია,ხემძღვანელობა და მწვრთნელები
lado
02:39 22-12-2020
9

სიახლეები პოპულარული
ეროვნული ლიგა 2020
#
გუნდი
12
7
4
1
16
25
14
6
6
2
14
24
14
2
10
2
1
16
13
4
4
5
-6
16
11
0
6
8
-17
6
14
1
3
10
-24
6