
ქუთაისის "ტორპედომ" ფეხბურთელების დავალიანების დაფარვა დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას კლუბის Facebook-გვერდი ავრცელებს, პოსტში კი ვკითხულობთ:
"ტორპედო" ქუთაისმა დაიწყო დავალიანების დაფარვა, რომელიც გუნდს 3 წლის განმავლობაში ჰქონდა. გუნდის აღმასრულებელი დირექტორის, პაპუნა მელაძის განცხადებით, კლუბი 2021 წელს დავალიანების გარეშე შეხვდება.
გამომდინარე აქედან, კლუბს აღებული ლიცენზია არ ჩამოერთმევა და ახალი სეზონიდან კვლავ უმაღლეს ლიგაში გააგრძელებს ასპარეზობას", - წერია პოსტში.
შეგახსენებთ, რომ "ტორპედოდან" რამდენიმე დღის წინ ერთ-ერთი ინვესტორი ჯუზეპე მანინო წავიდა, თუმცა კლუბში სხვა იტალიელები დარჩნენ.