"დილას" ანდრეი დემჩენკო გაწვრთნის

AutoSharing Option
"დილას" მწვრთნელად ანდრეი დემჩენკო დანიშნეს, - ამის შესახებ ინფორმაცია გორულმა კლუბმა თავისი საიტით გაავრცელა:

"ჩვენი გუნდის ახალი მთავარი მწვრთნელი, 44 წლის უკრაინელი სპეციალისტი, ანდრეი დემჩენკო იქნება. "დილასა" და ანდრეის შორის 2-წლიანი კონტრაქტი გაფორმდა. დემჩენკომ სამწვრთნელო კარიერა ზაპოროჟიის "მეტალურგის" ასაკობრივ გუნდში დაიწყო, შემდეგ კი საქმიანობა უზბეკურ "ობოდში" განაგრძო, ბოლოს კი ხარკოვის "მეტალისტში" ჯერ მთავარი მწვრთნელის ასისტენტად მოღვაწეობდა, 2019-20 წლების სეზონში კი ამავე გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტზე დაინიშნა. მისი ხელმძღვანელობით ხარკოველებმა 26 მატჩი ჩაატარეს, საიდანაც 13 მოიგეს, 5 ფრედ დაასრულეს და 8-ჯერ
დამარცხდნენ.

ანდრეი დემჩენკო სტატისტიკურად ყველაზე მეტჯერ 4-1-4-1 სქემას იყენებს. გარკვეულ მატჩებში 4-3-3 და 4-2-3-1 ტაქტიკურ სქემებსაც მიმართავს. ვულოცავთ ანდრეის ჩვენი კლუბის მთავარ მწვრთნელად დანიშვნას და წარმატებებს ვუსურვებთ".

მკითხველის კომენტარები / 8 /
იქნებ ჩვენს ფეხბურთელებს სირბილი ასწავლოს და ფიზიკურად მოამზადოს უკრაინელთა დონეზე
თენგაბი
20:11 03-01-2021
0
საქართველოში გეგუჩაძეს გარდა ევრო სარბიელზე წარმატება არავის მიუხწევია! ასე რომ ერთი ადგილის თამაშ თავი დანებეთ და აცადეთ იქნებ შედეგი დადოს. არ არის საქართველოში კვალიფიცირებული მწვრთნელწბი. არ ვიცი ვინ არის ეგ უკრაინელი მაგრამ არც მაგაზე უკეთესი ჩამოვა, და არც გვყაავს მაგაზე უკეთესი!
გიორგი
13:44 02-01-2021
1

სიახლეები პოპულარული