
26 წლის თავდამსხმელი გიორგი ფანცულაია "ტორპედოდან" ბათუმის "დინამოში" გადავიდა.
ზღვისპირულმა კლუბმა ფანცულაიას ორწლიანი კონტრაქტი გაუფორმა.
მან გასულ სეზონში 17 მატჩში 7 გოლი გაიტანა და 1 საგოლე გადაცემა გააკეთა. ის ადრე "ჩიხურაში", "სამტრედიაში", "დილაში", "საბურთალოში", "ცხინვალსა" და "ზესტაფონში" თამაშობდა.