თბილისის "დინამო" 5 ფეხბურთელს დაემშვიდობა და ვარჯიშს შეუდგა

AutoSharing Option
თბილისის "დინამოს" საიტი იტყობინება, რომ გუნდი არასრული შემადგენლობით შეიკრიბა და პირველი ვარჯიში ჩაატარა. ახალი მწვრთნელის, გიორგი ნემსაძის განკარგულებაში, ადგილზე მყოფი ფეხბურთელების გარდა, წინა სეზონში სხვადასხვა კლუბში იჯარით გაშვებულმა ფეხბურთელებმაც ივარჯიშეს.

თბილისის "დინამო" ხუთმა ფეხბურთელმა დატოვა.

"ჩვენი კლუბი 5 ფეხბურთელს დაემშვიდობა. გუნდთან არსებული ხელშეკრულება გიორგი კუხიანიძეს, ნოდარ ქავთარაძეს, გიორგი ზარიას, ივან ტრუბოჩკინს და როდნი კლოუსტერს ამოეწურათ. დინამო თბილისი მადლობას უხდის ფეხბურთელებს გაწეული სამსახურისთვის და წარმატებას უსურვებს მათ მომავალ კარიერაში", - წერს საიტი.

მკითხველის კომენტარები / 13 /
ამ გუნდიდან ყველა გასაშვებია, სამარცხვინო უნამუსო კლუბი!
3
პრობლებები ბიჭებთან? რომელ ბიჭებთან, 6-1 რო წააგეს ფარერებთან? ბიჭები ქვიათ მაგათ? პრობლემები კი არა, ეზოში აღარ უნდა თამაშობდნენ ფეხბურთს სირცხვილით...
levani
13:50 05-01-2021
4

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული