თბილისის "დინამომ" ამსტერდამის "აიაქსის" ყოფილი ფეხბურთელი დაიმატა

AutoSharing Option
თბილისის "დინამოს" გვერდმა გვაუწყა, რომ კლუბმა 27 წლის ჰოლანდიელი მცველი ფაბიან სპორკსლეიდი გაიფორმა.

27 წლის ფეხბურთელი ამსტერდამის "აიაქსის" აღზრდილია და კარიერაც ამ გუნდში დაიწყო.

ცოტა ხნით "ვილემ II"-სა და "ლუპა კასტელიში" ასპარეზობის შემდეგ კი, რამდენიმე სეზონი "ბრედას" და ბოლოს "ვალვაიკის" ღირსებას იცავდა.

ფეხბურთელსა და "დინამოს" შორის ორწლიანი ხელშეკრულება გაფორმდა.

აქვე გეტყვით, რომ თბილისელთა რიგებში ითამაშებს მარტვილის "მერანის" აწ უკვე ყოფილი ფეხბურთელი ლევან წოწონავაც. მანაც დედაქალაქელებთან ორწლიანი ხელშეკრულება გააფორმა.

გუშინ კი თბილისის "დინამო" ხუთმა ფეხბურთელმა დატოვა.

"ჩვენი კლუბი 5 ფეხბურთელს დაემშვიდობა.
გუნდთან არსებული ხელშეკრულება გიორგი კუხიანიძეს, ნოდარ ქავთარაძეს, გიორგი ზარიას, ივან ტრუბოჩკინს და როდნი კლოუსტერს ამოეწურათ. "დინამო თბილისი" მადლობას უხდის ფეხბურთელებს გაწეული სამსახურისთვის და წარმატებას უსურვებს მათ მომავალ კარიერაში", - წერს საიტი.

მკითხველის კომენტარები / 21 /
ფიფიამ რომ იყიდა დინამო, ყველა გულშემატკივარს იმედი ჩაესახა თავიდან მართლაც წინ გადადგა ნაბიჯი გუნდმა შემადგენლობაც კარგი იყო და ბავშვთა ფეხბურთსაც მიხედა, ასე 2-3 წელი გაგრძელდა და დაიწყო გუნდმა უკუ სვლა, დღეს უკვე ევროპის მაშტაბით თუ ავიღებთ არარაობა გუნდი გახდა, ფიფიას დამსახურებით
ალეკო
11:19 07-01-2021
0
ერთ-ერთ წამყვანს დავესესხები და ვიტყვი: აბა რაა, აბა რაააა
გიორგი გორგაძე
17:47 06-01-2021
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული