სერბი მწვრთნელი და გადახალისებული გუნდი - "საბურთალოს" აღმასრულებელი დირექტორი სიახლეებს ახმოვანებს

AutoSharing Option
"საბურთალოს" საიტთან ინტერვიუში კლუბის აღმასრულებელმა დირექტორმა კახა კაშიამ მომავალ სეზონში გუნდის ამოცანებსა და სიახლეებზე ისაუბრა.

- ბატონო კახა, პირველ რიგში, გასული სეზონი რომ შევაჯამოთ...
- ვისარგებლებ შემთხვევით და სრულიად საქართველოს ახალ 2021 წელს მივულოცავ! ბედნიერი და წარმატებული წელი ყოფილიყოს ყველასთვის.

რაც შეეხება კითხვას - რომ გადავავლოთ თვალი “საბურთალოს” ასპარეზობას, ვნახავთ, რომ ყოველთვის აუმჯობესებს შედეგს. მივეჩვიეთ “საბურთალოს” წარმატებებს, ეს ყველაფერი შედეგებიდან ჩანს. თუმცა ფეხბურთი იმითაა საინტერესო, რომ წინასწარ პროგნოზს ვერ გააკეთებ. შარშან სხვადასხვა გარემოებამ შეგვიშალა ხელი და ვერ გვქონდა ის შედეგი,
რაც დავისახეთ, თუმცა ამისგან ტრაგედია არ უნდა შევქმნათ.

2020 წელს ისე მოხდა, რომ რამდენჯერმე მოგვიწია მწვრთნელის შეცვლა, რამაც ძალიან დაგვაზარალა. ზოგადად, მწვრთნელის ხშირი ცვლა გუნდზე უარყოფითად მოქმედებს. ამავდროულად, ძალიან ხშირი იყო ტრავმიანობა. გავაკეთეთ ანალიზი და გამოვიტანეთ დასკვნები. დაახლოებით ორი თვეა, რაც ახალგაზრდა მწვრთნელთან, ლევან კორღალიძესთან ერთად გრძელვადიანი გეგმები დავსახეთ. ჩვენ მისი გვჯერა და გვეიმედება.

- ბოლო დროს პრესაში ხშირად იწერება სანდრო ალთუნაშვილსა და ლაზარე კუპატაძეზე. უფრო კონკრეტულად რომ გვითხრათ - რა ხდება ხსენებულ ფეხბურთელებთან დაკავშირებით?
- ამ ფეხბურთელების გარდა, “საბურთალოს” ბევრი წარმატებული ფეხბურთელი ჰყავს გაზრდილი, რომლებიც, როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ თამაშობენ. ამ თაობის ბიჭებმა მიაღწიეს იმ შედეგს, რასაც ბევრი კარიერაში ვერ აღწევს - 2018 წელს პირველ ადგილზე გავედით, შემდეგ წელს თასი მოვიგეთ, ხოლო 2020 წელს სუპერთასის გამარჯვებულები გავხდით. შედეგებიდან ჩანს, რომ ბოლო წლებში ტიტულის გარეშე არ დავრჩენილვართ.

ყოველთვის დგება კლუბის ცხოვრებაში დრო, როდესაც ახალი სისხლია საჭირო. ასეა ახლა ჩვენთან. გვყავს ახალი მთავარი მწვრთნელი, რომელსაც აქვს თავისი შეხედულებები და მიდგომები. ერთობლივად ვაყალიბებთ ახალ კლუბს. იმ ფეხბურთელებს, რომლებიც ჩვენი აკადემიის აღზრდილები არიან და წლებია “საბურთალოს” ღირსებას იცავენ, ვაძლევთ საშუალებას, რომ საქართველოში ან უცხოეთში, წარმატებულ კლუბებში გააგრძელონ ასპარეზობა. მიუხედავად იმისა, რომ კუპატაძეს კლუბთან კონტრაქტი აკავშირებს, გვსურს კარიერა უცხოეთში გააგრძელოს, რადგან მისი განვითარებისთვის უკეთესი იქნება.

წარმატებების შემდეგ ბევრ კლუბში ხდება ცვლილებები. ასეა ახლა ჩვენს შემთხვევაშიც. ლევან კორღალიძისა და კლუბის გეგმები რამდენიმე წელს მოიცავს. ახლა ცხოვრების სხვა ეტაპზე გადავდივართ. ამას დრო გვიჩვენებს, რამდენად სწორი ნაბიჯი გადავდგით, თუმცა, ვფიქრობ, რომ სწორი გზით მივდივართ.

“საბურთალოს” ცხოვრებას თვალი რომ გადავავლოთ, ვნახავთ, რომ წლების წინ გიორგი დევდარიანის გაწვრთნილმა გუნდმა, სადაც ყაზაიშვილი, ჭანტურია, ხოჭოლავა, პარუნაშვილი, არაბული და კიდევ სხვა ფეხბურთელები თამაშობდნენ, წარმატების შემდეგ გზა გავუხსენით ევროპაში. შემდეგ იყო 1996-97-წლიანების თაობა, რომელსაც გიორგი ჭიაბრიშვილი ხელმძღვანელობდა. იმ გუნდში თამაშობდნენ - ხარაიშვილი, ტაბიძე, თევზაძე, გოშთელიანი, კუპატაძე, მარგველაშვილი, ალთუნაშვილი, ჩაბრაძე, მამუჩაშვილი. უმეტესი მათგანი უცხოეთში თამაშობს. ვცდილობთ, დანარჩენებსაც დავეხმაროთ და გზა გავუხსნათ ევროპაში. ასე გაგრძელდება მომავალშიც.

“საბურთალოში” ნიჭიერი თაობა მოდის. ეს ჩვენ გვახარებს და გვაიმედებს.

- თუ გეგმავს კლუბი კიდევ რომელიმე ფეხბურთელთან დამშვიდობებას?
- “საბურთალოში” ხდება გუნდის გადახალისება, ახალი სისხლი სჭირდება კლუბს. არაა გამორიცხული, ცვლილებები კიდევ მოხდეს.

- მომსვლელებზეც რომ გვითხრათ - ვინ არიან ახალწვეულები?
- დავიბრუნეთ ოთო გოშაძე და გიორგი ჯინჯოლავა, რომლებიც ჩვენი აკადემიის აღზრდილები არიან. დავიმატეთ ლიგა-2-ის საუკეთესო ფეხბურთელები - თომა ტაბატაძე და რაფიქ ამინუ. ჩვენი გუნდის ღირსებას დაიცავენ გიორგი ლაცაბიძე, გიორგი ჯგერენაია და გიორგი ერისთავი. ეს საბოლოო სია არ არის, კიდევ ვმუშაობთ ფეხბურთელების დამატებაზე.

- კიდევ რა სიახლეები შეიძლება იყოს სამომავლოდ “საბურთალოში”?
- ფაქტობრივად, დასრულებულია მოლაპარაკება და ჩვენთან იმუშავებს ფიზმომზადების სერბი სპეციალისტი - მილოვან მატიასევიჩი, რომელიც ქართველებისთვის ნაცნობი სპეციალისტია. იმედია, კოვიდთან დაკავშირებული საკითხები მალე მოგვარდება და სერბი სპეციალისტი უახლოეს დღეებში შემოუერთდება კლუბს.

- “საბურთალო” მომავალ სეზონში, ფაქტობრივად, ახალი კლუბი იქნება. ბევრს უჭირს პროგნოზის გაკეთება, თუ როგორი გუნდი შეიძლება იყოს. მიზნები უცვლელი იქნება?
- მიუხედავად ახალგაზრდული ასაკისა, ყოველ წელს ლიდერთა შორის ვიყავით, როგორც ეროვნულ ლიგაში, ასევე მაშინდელ პირველ ლიგაშიც. ჩვენ მაღალი მიზნებისთვის მებრძოლი და ამბიციური კლუბი ვართ. რა თქმა უნდა, მაღალი მიზნებისთვის ვიბრძოლებთ, რადგან გვსურს ევროტურნირებზე სისტემატურად ვიასპარეზოთ. ევროპაში თამაში დიდი გამოწვევა და გამოცდილებაა.

- ახალ კლუბს აყალიბებთ, თუმცა გეზს არ ცვლით – აკადემიის ახალგაზრდებს ისევ მიეცემათ პირველ გუნდში დაწინაურების საშუალება?

– რა თქმა უნდა! ეს მიმართულება უცვლელია და ყველა იმ ფეხბურთელს, ვინც საუკეთესოდ წარმოაჩენს თავს, აუცილებლად გაეხსნება გზა “საბურთალოს” ძირითად გუნდში. გასულ სეზონში ასეთი რამდენიმე ფეხბურთელი იყო - გიორგი გოჩოლეიშვილი, გიზი მამაგეიშვილი, თემურ გაბუნია, შოთა ნონიკაშვილი, გეგი გეგუჩაძე, თორნიკე მეგრელიშვილი. მიუხედავად პატარა ასაკისა, ამ ფეხბურთელებს მიეცათ საშუალება, რომ ეროვნულ ლიგაში ეთამაშათ. იმედია, კლუბის იმედებს გაამართლებენ და რამდენიმე წელში თავიანთ სიტყვას იტყვიან.

მკითხველის კომენტარები / 4 /
თქვენი არ ვიცი,მაგრამ მე შთაბეჭდილება დამრჩა ბაზრის დირექტორი ლაპარაკობდა.,ემანდ სადმე ნავთლუღისკენ ხოარ გაიარეთ და იქ ხოარ ჩაწერეთ ინტერვიუ.რა უბედურებაა,ეს გავყიდეთ ის გავასხვისეთ,რაიყო ბაზრის დირექტორი ხარ თუ სპორტული გუნდის დირექტორი.
თემური
20:04 08-01-2021
1
ეს კაცი არის არამზადა
3

სიახლეები პოპულარული
ეროვნული ლიგა 2020
#
გუნდი
12
7
4
1
16
25
14
6
6
2
14
24
14
2
10
2
1
16
13
4
4
5
-6
16
11
0
6
8
-17
6
14
1
3
10
-24
6