ავსტრიიდან ბათუმის "დინამოში" - აჭარლები ლეგიონერით გაძლიერდნენ

AutoSharing Option
ბათუმის "დინამომ" კიდევ ერთი საინტერესო ტრანსფერი განახორციელა და ავსტრიელი შემტევი ლუკაშ გროცურეკი გადმოიბირა.

გროცურეკი, გაბარიტების მიუხედავად (189 სმ, 87 კგ), გარემარბია და ბოლოს ავსტრიის ბუნდესლიგის "სენტ პოლტენში" თამაშობდა (მიმდინარე სეზონში 337 წუთი, 1 გოლი).


KSC: Interesse an Lukas Grozurek von Sturm Graz


29 წლის ფეხბურთელმა კარიერა ვენის "რაპიდში" დაიწყო. შემდეგ იყო "ადმირა". 2018/19 წლების სეზონში ტომაში ოთარ კიტეიშვილის თანაგუნდელი იყო გრაცის "შტურმში". 1 სეზონიც გერმანიის მეორე ბუნდესლიგის "კარლსრუეში" გაატარა.

ბათუმელებმა სატრანსფერო ფანჯრისას ძალიან კარგად იმუშავეს და ქართულ კლუბებს შორის ყველაზე მეტად მათზე ითქმის, გაძლიერდნენო. იმედია, ლეგიონერები თავს კარგად
წარმოაჩენენ.

მკითხველის კომენტარები / 11 /
Youtube-ზე ვნახე ამის ვიდეო და ძალიან კარგი ფეხბურთელი ჩანს. სიმართლე გითხრათ ჩვენ ჩემპიონატში რა უნდა ვერ მივხვდი :)) თუ ფორმიდან არაა ამოვარდნილი და მართლა ისაა რაც ვიდეოებშია უდაოდ საუკეთესოობაზე ექნება პრეტენზია ჩვენ ლიგაში. ღმერთმა ქნას გაამართლოს, წარმატებები მას და ბათუმს!
superman
16:38 20-01-2021
0
მასიურად უნდა მოხდეს, მინიმუმ ესეთი დონის ფეხბურთელების შემოდინება ოდნავ მაინც რომ ამაღლდეს დონე, გაზაფხულს ვერ მოიყვანს მაგრამ დღევანდელს აჯობებს. ფიზიკურ კონდიციებსაც უნდა მიექცეს ყურადგება ფიზ მწვრთნელებია საჭირო!
beqa
15:32 20-01-2021
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული