ქართული ფეხბურთი

ეროვნული ლიგა

ქუთაისელთა ერთი პრობლემა მოგვარებულია - "ტორპედომ" დავალიანება სრულად დაფარა

AutoSharing Option
ქუთაისის "ტორპედოს" "ფეისბუქგვერდი" სასიხარულო ინფორმაციას ავრცელებს:

"ტორპედო ქუთაისმა" ბოლო სამი წლის განმავლობაში არსებული დავალიანება სრულად დაფარა. გუნდმა მოახერხა და გაისტუმრა ყველა ფინანსური ვალდებულება, რომელიც აქამდე ჰქონდა. კლუბი ახალ სეზონს დავალიანების გარეშე შეხვდება!

ჩვენ მადლობა გვინდა გადავუხადოთ ყველას, ვინც წვლილი შეიტანა აღნიშნული პრობლემის მოგვარებაში. განსაკუთრებული მადლობა იმერეთის რწმუნებულ ზვიად შალამბერიძეს, აგრეთვე ქუთაისის მერ ბატონ იოსებ ხახალეიშვილს და მის გუნდს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასა და ფეხბურთის განვითარების ფონდს.

წყარო: "ტორპედოს" "ფეისბუქგვერდი"

ასევე დაგაინტერესებთ