"საბურთალო" გუნდის კაპიტნის, გიორგი კოხრეიძის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს:
"საბურთალოს" გუნდის კაპიტანი გიორგი კოხრეიძე, რომელიც მძიმე ტრავმის შემდეგ ჯერ კიდევ რეაბილიტაციას გადის, დღეს ესპანეთში გაემგზავრა, სადაც რეაბილიტაციის დასკვნით ეტაპს გაივლის. გიორგი ევროპაში ორი კვირა დარჩება, 8 თებერვალს კი "საბურთალოს" თურქეთში შეკრებაზე შეუერთდება და გუნდთან ერთად ეტაპობრივად მოემზადება.
ექიმების განცხადებით, თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით წარიმართა, კოხრეიძე მოედანს მარტის თვეში დაუბრუნდება".