"დინამოს" დირექტორი: ევროპული სტანდარტი გულშემატკივრებიდან უნდა დაიწყოს

AutoSharing Option
თბილისის "დინამოს" გენერალურმა დირექტორმა ზაზა დოლიძემ ტელეკომპანია "იმედის" გადაცემას "სპორტი იმედზე" ინტერვიუ მისცა და სხვადასხვა საკითხის შესახებ ისაუბრა.

"ჩისკოსთან კონტაქტი გვაქვს. ის ნამდვილი დინამოელია, ძალიან გვახარებს მისი ამბები. ცოტა გულსატკენია, რომ ამ კაცმა მხოლოდ ქართველი გულშემატკივრის გული ვერ მოიგო (იცინის). "უოტფორდის" ფანებიც პირველი სკეპტიციზმის შემდეგ მისკენ შეტრიალდნენ. ისეთი ჩემპიონატიდან ჰქონდა მოწვევა, რომ ჩავთვალეთ, მისთვის ხელის შეშლა არ შეიძლებოდა.

ჩვენც გვაქვს ბენეფიტი აქედან. ისეთ დონეზე გავიდა, რომ ფაქტობრივად, ევროპაში "დინამოს" ელჩია. მას ქართული ფეხბურთისა და ჩვენი აკადემიის შესახებ ამომწურავი ცოდნა აქვს.
ბოლო დროს ჩვენთან სპორტის ეს სახეობა ისე ვერ ვითარდება, როგორც გულშემატკივარს სურს და ასეთი ფაქტები ძალიან დაგვეხმარება.

ფარერებზე განცდილ მძიმე მარცხსაც დავუბრუნდები. ჩვენთვისაც ძალიან გულსატკენია და გვესმის გულშემატკივრებისაც, მაგრამ მინდა ვთხოვო მათ, თუ გვინდა ევროპული სტანდარტების დონეზე ვიყოთ, პირველ რიგში, ეს გულშემატკივრებიდან უნდა დაიწყოს.

ხშირად მინახავს, როცა "უოტფორდის" "ფეისბუქზე" დაიდება ჩისკოს სურათი ან ინტერვიუ, ქართველი გულშემატკივარი ისე იქცევა, რომ ნამდვილად მიუღებელია ჩემთვის ასეთი არაობიექტური დამოკიდებულება. შესაძლოა, ვიღაცას თბილისის "დინამო" არ უყვარდეს და სხვა გუნდს გულშემატკივრობდეს, თუმცა შეურაცხყოფა მიუღებელია და მინდა მოვუწოდო მათ, რომ ეს დამოკიდებულება შეცვალონ.

დამოკიდებულება შესაცვლელია "დინამოს" მიმართაც. არ ვიმსახურებთ ჩვენ ამას. კარგად ხედავთ, რა მდგომარეობაა საქართველოსა და მსოფლიოში. ჩვენ ვინარჩუნებთ კლუბის გეზს, ვუნარჩუნებთ გუნდს საუკეთესო პირობებს ჩვენი ჩემპიონატის დონეზე, გვაქვს ქვეყანაში საუკეთესო აკადემია. არ ჩანდა ეკრანებზე, თუმცა უნდა გითხრათ, რომ "რადნიკთან" შეხვედრას უამრავი სკაუტი ესწრებოდა. ეს იმაზე მეტყველებს, რომ "დინამო" სწორი გზით მიდის, თუმცა ეს ყველაფერი 1 და 2 წელში შედეგს არ იძლევა.

თუნდაც ევროპა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მოხვედრა ხელმძღვანელობაზე მეტად არავის უნდა. უდიდესი სტრესი იყო ჩვენთვის ფარერებზე მარცხი, იქიდან შეურაცხყოფილები წამოვედით. თუმცა ამის გამო ფეხბურთსა და "დინამოს" ხომ არ მივატოვებთ?!

ქართველი ფეხბურთელების საკითხს რაც შეეხება, კაშიას თუნდაც, ის საქართველოს დონეს აღემატება და ცხადია, მისი პროფესიაა ეს და ვერ მოსთხოვ, მხოლოდ აქ თამაშის გამო ბევრ რამეზე უარი თქვას. სხვაობა ქართულ და ევროპულ ფეხბურთს შორის დიდია და ყველაზე მნიშვნელოვანი სირთულე ჩვენთან სტაბილურობის მიუღწევლობაა.

ალი სისოკოსთან მე მქონდა მოლაპარაკებები, დუბაიში ცხოვრობს, იქ ემზადებოდა. დამირეკა შემდეგ და მითხრა, რომ იქ ერჩივნა კარიერის გაგრძელება, რადგან იმ ქვეყანაში ცხოვრობს, სახლი აქვს და ა.შ.

ერთი პრობლემა არსებობს, გულშემატკივართა შორის უკმაყოფილებას გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელება იწვევს. ეს მედიას ეხება და თუ ფეხბურთელს ვთხოვთ პროფესიონალიზმს, იგივე რამ მედიასა და გულშემატკივარსაც შეგვიძლია ვთხოვოთ. ჩემი ნომერი ყველასთვის ხელმისაწვდომია და ჭორების გამოქვეყნებას ჯობს, ინფორმაცია გადაამოწმოთ.

ევროპიდან ფეხბურთელის ჩამოყვანა ძალიან ძნელია. არათუ რუსეთში, აზერბაიჯანში, ყაზახეთსა და სერბეთშიც ხელფასები ჩვენი ლიგის გასამრჯელოებს 10-ჯერ აღემატება. შესაბამისად, დიდი რისკია და გაუმართლებელიც ტოპ-ლიგიდან ფეხბურთელის მოყვანა, რადგან 1 ადამიანი ვერაფერს შეცვლის და არის შიში იმისა, რომ ჩვენს ლიგას ვერ შეეჩვიოს ან ტრავმა მიიღოს და ა.შ.

რაც შეეხება ლეგიონერებს, მათ დიდი ყურადღებით ვარჩევთ. მოგეხსენებათ, მათი ხელფასები ქართველებისას აღემატება და ნამდვილად არ გვინდა გუნდში ისეთი მოთამაშის მოყვანა, რომელიც ადგილობრივს კლასით არ აღემატება, ეს მხოლოდ ღალატი იქნება", - აღნიშნა დოლიძემ.

მკითხველის კომენტარები / 53 /
სად იპოვა ფიფიამ თავისნაირი მენეჯერად არ მესმის, მეგონა მარტო ეგ ერთი იყო მოწყვეტილი ფეხბურთის რეალობას.
აი ასეთი ცუდი და მატყუარა საქციელის გაპრავებებს რომ კადრულობ ადამიანი, ყველაფრის ღირსი ხარ.
giggs
26 იანვარი 2021 13:59
0
უხეირო მოცეკვავეს ----ები უშლიდა ხელსო, ისეა ამისი საქმე !!! შე საცოდავი დინამო ვის ხელში ხარ, რა დღეში ხარ !!! ყველა ზღვარს გადავიდნენ !!! კლაკსვიკთან რომ გაბანძდით ეგეც გულეშემატკივრის ბრალია ალბათ, თქვენი ლოგიკით?! არაფერზე პასუხი რომ არ მოგეთხოვათ მაგისი ბრალია ეს ყველაფერი !!!
!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!
26 იანვარი 2021 13:24
0
ჩისკო რა შუაშია?თქვენ ვერ მოიგეთ გულშემატკივრების გული,ბატონებო,თქვენი უთავბოლო მუშაობით და ჩისკოს, ნურაფერს დააბრალებთ.ყოველ ნახევარ წელიწადში,ახალი და თან ძლიერი გუნდის შექმნას,ჩისკო კი არა,მსოფლიოს კორიფეებიც ვერ შეძლებენ.
სოსო
26 იანვარი 2021 13:20
0
ეს დინამო აგარაა და მარტო ხელფასი არაა ჯიგარი არა აქვთ რაც ძველ დინამოს ქონდა,ეზოში მოაგროვეთ ბავშვები უკეტესად ითამაშებენ,ყველაპერს ფულით რო უყურებთ ამაშია საქმე
oto
26 იანვარი 2021 12:28
1
არ ვვარგივართ ბატონებო და რა ქნას ამ კაცმა? :)
სიმართლის მოყვარული
26 იანვარი 2021 11:30
0
Ჩვენ ყოველᲗვის გვემახსოვრება,რომ Თქვენ ხარᲗ მეცხვარეები!!!
წლებია გვატყუეᲗ და Ჩვენც მომავლის იმედად ვიტყუეᲗ Თავი!!! აᲦარ მოვტყუვდებიᲗ!!!
რომან ფიფია მატყუარა აფერისტია! დინამოს სტაფს მხოლოდ კაი ხელფასი უხადე ყველაფერზე Თვალებს დახუᲭავენ! დინამოს ფანებს კიდევ Თუ იმის იმედი გაქვᲗ,რომ რამე Შეიცვლება და დინამო სახელს დაიბრუნებს აზრი მრᲩება,რომ რაᲦაცის ფანობა გინდაᲗ და ისტორიის მქონე გუნდი გყავᲗ ამოᲩემებული!
ზურა
26 იანვარი 2021 11:05
1
ვაი შენს პატრონს
Hmm
26 იანვარი 2021 11:04
1
ვინც არ უნდა მოვიდეს დინამოში ფიფიაზე უარეს შედეგს უბრალოდ ვერ დადებს, ფსკერზეა გუნდი , უფროსწორად ფსკერის ქვემოთ რო სინესტეა , აი კიდე იმის ქვემოთ!!! / ამხელა იმფრასტრუქტურა დაითრია ტიპმა, და არაფრის კეთება არ უნდა! ნუ ქმნით ისეთ ილუზიას რო აი ფიფო თუ წევიდაა აქანა, მერე რა ვაჭამოთ ბაღნებს??? ეს თქვენ გაქვთ პრობლემა ფიფია რო მიბრძანდეს მერე თქვენც გიწევთ დინამოს დატოვება და ეგ გადარდებთ ზუსტად,/ თორე გამოჩნდება აუცილებლად მსურველი რათქმაუნდა, ბოლოსდაბოლოს ამხელა სტადიონი აქ გუნდს, საკუთარი აკადემია, ისტორია, და რა ჭირდება? ნორმალური სელექცია და მოტივირებული მწვრთნელი. ნიჭიერი ახალგაზრდა ფეხბურთელს კიდე რო არ მიუკლან იმედი და არ გაყიდონ საზიზღარ გუნდებში...
Vasili
26 იანვარი 2021 10:47
0
უოტფორდია გვერდზე შედიან ქართველები და იქ აგინებენ ჩისკოსო და ეს მიუღებელია ჩემთვისო, რა თქვა ეხლა ისეთი რომ ატეხეთ აურზაური. ამ კომენტარების და კიე მანამდე როცა არერთი დაწერილა, მაგრად მინდა რომ ფიფია ადგეს ერთ დღეს და აი უბრალოდ დაგიტოვოთ ეს გუნდი. ვინაა მიმხედავი და წელიწადში რამდენიმე მილიონის დამხარჯავი ძალიან მაინტერესებს და რასაც დაემსგავსება გუნდი მერე, თქვენ აგეთ პასუხი ყველამ.
DAVE
26 იანვარი 2021 08:37
19
და რა უნდა მოხდეს ფიფიას ე.წ. მილიონების გარეშე იმაზე უარესი რაც ახლა ხდება?? დინამო ევროსარბიელზე თავს მოიჭრის? :D "ბეეეე, ბეეეე" ასე აღნიშნა ექვსივე გოლი ფარერელმა მეცხვარემ ;)
ფიფიას ტროლო
26 იანვარი 2021 11:53
2
გაიტანეთ გრელანდია... ეს კაცი სად შოულობს ასეთ მაგარ მოსაწევს? პლანის წევა ტვინის უჯრედებს ჯერ აშრობს და მერე კლავს... შეეშვით მოწევას ბატონო დირექტორო, ხომ ხედავთ თქვენზე არ მოქმედებს კარგად. ..
გიორგი
26 იანვარი 2021 06:20
4
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული