გიორგი ნემსაძე: კაშიას პირობები ვერ დავაკმაყოფილეთ, სისოკო აღარ გამოჩნდა...

AutoSharing Option
თბილისის "დინამოს" მთავარმა მწვრთნელმა გიორგი ნემსაძემ ტელეკომპანია "იმედის" გადაცემას "სპორტი იმედზე" ინტერვიუ მისცა და სხვადასხვა საკითხის შესახებ ისაუბრა.

"ამ შეკრების მიზანი როგორც გუნდის ფიზიკურად გაძლიერება, ისე მისი შეთამაშებაა. ცვლილებები მოხდა, ზოგი წავიდა, ზოგიც მოვიდა.

იუგოსლავიის სკოლა, ჩემი აზრით, ქართულ ფეხბურთთან ახლოსაა და ახალწვეულებზე ამ მხრივ გავაკეთეთ აქცენტი. შეკრების ბოლოს ყველა ფებურთელი შეთამაშებული იქნება ერთმანეთთან.

საყრდენ და მარცხენა ნახევარმცველს ველოდებით, მალე დასრულდება სელექციის პროცესი და გუნდის გადახალისება ამ ეტაპისთვის საკმარისი იქნება.

გვქონდა მოლაპარაკებები ნიკა კვეკვესკირსა და ჯანო ანანიძესთან. მათი საუბრიდან შემიძლია
დავასკვნა, რომ კარიერის უცხოეთში გაგრძელება სურთ.

გურამ კაშიასაც ველაპარაკეთ, გვინდოდა მისი გუნდში დაბრუნება. ბუნებრივია, ფეხბურთელს შესაბამისი პირობები უნდა შევუქმნათ, ის პირობები კი, რაც მას ახლა აქვს, ვერ დავაკმაყოფილეთ. ჯაბა კანკავამ კი, ხედავთ, კარიერა უცხოეთში განაგრძო, ყოფილ მწვრთნელთან წავიდა.

რაც შეეხება სისოკოს, თითქმის შეთანხმებულნი ვიყავით, ანტალიაში უნდა ჩამოსულიყო, თუმცა შემდეგ გაქრა, აღარ გამოვიდა კონტაქტზე. როგორც ჩანს, სხვა ვარიანტი გამოუჩნდა და როგორც ვიცი, კარიერას არაბულ ქვეყანაში განაგრძობს.

პერნამბუკუს კარიერის სხვაგან გაგრძელება სურდა და უკვე წასული იყო გუნდიდან. დავით სხირტლაძის ფეხბურთი ძალიან მომწონს, ძალიან ვაფასებ მას, როგორც მოთამაშესა და პიროვნებას, თუმცა აქ, ჩემ გარდა, არის ხელმძღვანელობა, რომელმაც ფეხბურთელს პირობები უნდა შეუქმნას და მისი მოთხოვნები ჩვენს შეთავაზებას აღემატებოდა.

მიზანი, ცხადია, ჩემპიონობა გახლავთ, თასის მოგება და თუ ევროთასებზე რამდენიმე ეტაპს გადავლახავთ და ჯგუფში მოვხვდებით, ძალიან ბედნიერები ვიქნებით.

კლუბმა 2-წლიანი თანამშრომლობა შემომთავაზა, თუმცა ერთწლიანზე შევჯერდით. მიმაჩნია, რომ 1 წელი საკმარისია, რათა მწვრთნელმა გუნდს ხელი დაატყოს. ვფიქრობ და იმედი მაქვს, რომ ჩემს სამუშაოს გუნდში კარგად შევასრულებ და პარალელურად, ხელმღვანელობასთან მიდის საუბრები მრავალწლიან თანამშრომლობასა და ურთიერთობაზე", - განაცხადა გიორგი ნემსაძემ.

მკითხველის კომენტარები / 14 /
ყველაზე ცუდი ის არი რო საქართველოს ჩემპიონატში თამაში 34-წლის ქართველ ვეტერანსაც არ უნდა,ისე კი კაშიას ეთამაშა დინამოში რა დაუშავდებოდა ამით,ახალგაზრდა ფეხბურთელები მის გვერდით დიდ გამოცდილებას შეიძენდნენ თან დინამოსაც გამოადგებოდა კაშია.როცა ვერც კარგი ლეგიონერი მოგყავს თუ ის არ ჩამოდის, რჩება ერთადერთი გზა დაეყრდნონ აკადემიას ბოლომდე და 17-18-წლის ბიჭებს აცადონ და 3-4 წელიწადში შედეგი ექნებათ.
ziko
21:01 26-01-2021
0
სად ეძებს? ვის ეჩალიჩება? ალოო! თაობა იზრდება! მაგათთან ისე იძმაკაცე..
kaxi
10:29 26-01-2021
0

სიახლეები პოპულარული