"დინამოს" დირექტორი: ევროპული სტანდარტი გულშემატკივრებიდან უნდა დაიწყოს

AutoSharing Option
თბილისის "დინამოს" გენერალურმა დირექტორმა ზაზა დოლიძემ ტელეკომპანია "იმედის" გადაცემას "სპორტი იმედზე" ინტერვიუ მისცა და სხვადასხვა საკითხის შესახებ ისაუბრა.

"ჩისკოსთან კონტაქტი გვაქვს. ის ნამდვილი დინამოელია, ძალიან გვახარებს მისი ამბები. ცოტა გულსატკენია, რომ ამ კაცმა მხოლოდ ქართველი გულშემატკივრის გული ვერ მოიგო (იცინის). "უოტფორდის" ფანებიც პირველი სკეპტიციზმის შემდეგ მისკენ შეტრიალდნენ. ისეთი ჩემპიონატიდან ჰქონდა მოწვევა, რომ ჩავთვალეთ, მისთვის ხელის შეშლა არ შეიძლებოდა.

ჩვენც გვაქვს ბენეფიტი აქედან. ისეთ დონეზე გავიდა, რომ ფაქტობრივად, ევროპაში "დინამოს" ელჩია. მას ქართული ფეხბურთისა და ჩვენი აკადემიის შესახებ ამომწურავი ცოდნა აქვს.
ბოლო დროს ჩვენთან სპორტის ეს სახეობა ისე ვერ ვითარდება, როგორც გულშემატკივარს სურს და ასეთი ფაქტები ძალიან დაგვეხმარება.

ფარერებზე განცდილ მძიმე მარცხსაც დავუბრუნდები. ჩვენთვისაც ძალიან გულსატკენია და გვესმის გულშემატკივრებისაც, მაგრამ მინდა ვთხოვო მათ, თუ გვინდა ევროპული სტანდარტების დონეზე ვიყოთ, პირველ რიგში, ეს გულშემატკივრებიდან უნდა დაიწყოს.

ხშირად მინახავს, როცა "უოტფორდის" "ფეისბუქზე" დაიდება ჩისკოს სურათი ან ინტერვიუ, ქართველი გულშემატკივარი ისე იქცევა, რომ ნამდვილად მიუღებელია ჩემთვის ასეთი არაობიექტური დამოკიდებულება. შესაძლოა, ვიღაცას თბილისის "დინამო" არ უყვარდეს და სხვა გუნდს გულშემატკივრობდეს, თუმცა შეურაცხყოფა მიუღებელია და მინდა მოვუწოდო მათ, რომ ეს დამოკიდებულება შეცვალონ.

დამოკიდებულება შესაცვლელია "დინამოს" მიმართაც. არ ვიმსახურებთ ჩვენ ამას. კარგად ხედავთ, რა მდგომარეობაა საქართველოსა და მსოფლიოში. ჩვენ ვინარჩუნებთ კლუბის გეზს, ვუნარჩუნებთ გუნდს საუკეთესო პირობებს ჩვენი ჩემპიონატის დონეზე, გვაქვს ქვეყანაში საუკეთესო აკადემია. არ ჩანდა ეკრანებზე, თუმცა უნდა გითხრათ, რომ "რადნიკთან" შეხვედრას უამრავი სკაუტი ესწრებოდა. ეს იმაზე მეტყველებს, რომ "დინამო" სწორი გზით მიდის, თუმცა ეს ყველაფერი 1 და 2 წელში შედეგს არ იძლევა.

თუნდაც ევროპა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მოხვედრა ხელმძღვანელობაზე მეტად არავის უნდა. უდიდესი სტრესი იყო ჩვენთვის ფარერებზე მარცხი, იქიდან შეურაცხყოფილები წამოვედით. თუმცა ამის გამო ფეხბურთსა და "დინამოს" ხომ არ მივატოვებთ?!

ქართველი ფეხბურთელების საკითხს რაც შეეხება, კაშიას თუნდაც, ის საქართველოს დონეს აღემატება და ცხადია, მისი პროფესიაა ეს და ვერ მოსთხოვ, მხოლოდ აქ თამაშის გამო ბევრ რამეზე უარი თქვას. სხვაობა ქართულ და ევროპულ ფეხბურთს შორის დიდია და ყველაზე მნიშვნელოვანი სირთულე ჩვენთან სტაბილურობის მიუღწევლობაა.

ალი სისოკოსთან მე მქონდა მოლაპარაკებები, დუბაიში ცხოვრობს, იქ ემზადებოდა. დამირეკა შემდეგ და მითხრა, რომ იქ ერჩივნა კარიერის გაგრძელება, რადგან იმ ქვეყანაში ცხოვრობს, სახლი აქვს და ა.შ.

ერთი პრობლემა არსებობს, გულშემატკივართა შორის უკმაყოფილებას გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელება იწვევს. ეს მედიას ეხება და თუ ფეხბურთელს ვთხოვთ პროფესიონალიზმს, იგივე რამ მედიასა და გულშემატკივარსაც შეგვიძლია ვთხოვოთ. ჩემი ნომერი ყველასთვის ხელმისაწვდომია და ჭორების გამოქვეყნებას ჯობს, ინფორმაცია გადაამოწმოთ.

ევროპიდან ფეხბურთელის ჩამოყვანა ძალიან ძნელია. არათუ რუსეთში, აზერბაიჯანში, ყაზახეთსა და სერბეთშიც ხელფასები ჩვენი ლიგის გასამრჯელოებს 10-ჯერ აღემატება. შესაბამისად, დიდი რისკია და გაუმართლებელიც ტოპ-ლიგიდან ფეხბურთელის მოყვანა, რადგან 1 ადამიანი ვერაფერს შეცვლის და არის შიში იმისა, რომ ჩვენს ლიგას ვერ შეეჩვიოს ან ტრავმა მიიღოს და ა.შ.

რაც შეეხება ლეგიონერებს, მათ დიდი ყურადღებით ვარჩევთ. მოგეხსენებათ, მათი ხელფასები ქართველებისას აღემატება და ნამდვილად არ გვინდა გუნდში ისეთი მოთამაშის მოყვანა, რომელიც ადგილობრივს კლასით არ აღემატება, ეს მხოლოდ ღალატი იქნება", - აღნიშნა დოლიძემ.

მკითხველის კომენტარები / 53 /
თუ სამსახურიდან გაინთავისუფლებენ თავს წამეიყვანე კლასვიკიდან 2-3 კაცი იაფი ლწგიონერებიც არიან და ჩვენზე ხარისხიანებიც
wbc
25 იანვარი 2021 23:11
1
ძალიან მაინტერესებს რა პრინციპით არჩევს ფიფია გენ.დირექტორებს?
gia jashi
25 იანვარი 2021 23:04
0
ასეთი "ჭკვიანი"ხალხი საიდან იბადებით რა გუნდი უნდა გვყავდეს ჭ კლასისო და გულშემატკივრები ევროპული დონისო, ამის მოფიქრება არ გინდა კაცოოოო, ვახ რა დღეში ვართ.
hhh
25 იანვარი 2021 22:43
2
ვაი ამის პატრონს და მერე ვაი ჩვენ რო ამის ხელში ვართ...
sormona
25 იანვარი 2021 22:04
0
ბოდიში ბატონო ,თქვენი გამოსვლის შემდეგ ვაღიარებ რომ თქვენი ყველა მარცხი და წარუმატებლობა გულშემატკივრის ბრალია,მათი უღირსი საქციელის ბრალია რომ თქვენ ევროტურნირებზე ძალიან ცუდად გამოდიხართ, ბოდიში ბატონო. მაშინ ერთი თხოვნა მექნება თქვენთან მოიწვიეთ უცხოელი სპეციალისტები რომ დაგვატრენინგონ და ვისწავლოთ ქომაგობა.ამ სპეციალისტების მოსაწვევ თანხებს და მათ ანაზღაურებას ჩევენ გულშემატკივრები ვკისრულობთ,რომ ეს ხარჟები თქვენ და ბიუჯეტს არდააწვეს ტვირთად
gogia
25 იანვარი 2021 21:51
1
1-6 რომ წააგეთ, მერე რა ხდება? Მერე რას აკეთებთ გულშემატკივრისთვის? Დინამოსთვის?... Სცადეთ მაინც ერთი გულშემატკივრის გულის მოგება? Ნამუსი საერთოდ არ გაქვთ და შესაბამისად Ჩემპიონობაც თვენი მოპოვებულო გგონიათ ალბათ :) იქნებ უფულო და თქვენზე ცუდი გუნდების დამსახურებაა... Ამ დინამოს ნამუსი არ მოეკითხება...
Მახვში
25 იანვარი 2021 21:40
1
დაგვცინი პატივცემულო? რაის 1 და 2 წელი? 11 წელია გასული უკვე ბატონო ჩემო. და ყოველ წელს უარესდება დონეც და შედეგიც.
Rezo
25 იანვარი 2021 21:31
0
მაიცა ჯიგარო, როგორა? ანუ მაგ ლოგიკით სიტყვაზე ჯერ მაგალითად კერლინგის ევრო სტანდარტის გულშემატკივრები უნდა "გაჩნდნენ" საქართველოში რომ კერლინგის მაგარი ნაკრები გაკეთდეს? (კერლინგი იმიტომ ვახსენე, რომ ფეხბურთი და ეგ ჩვენთან ერთ დონეზეა)
ზორბეგი
25 იანვარი 2021 21:16
1
ეს უნამუსო ნახე რა.. ესეც მორალზე რო დაგიწყებს ლაპარაკს..
გულშემატკივარი
25 იანვარი 2021 21:14
0
რით აღარ გავიდა "სწორი განვითარების" ერთი ორი წელი ?
არდილეს
25 იანვარი 2021 21:11
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული