![](https://sportall.ge/pictures/image5/083250356dfeced4fe17dab61bb2988c.jpg)
28 წლის თავდამსხმელი თორნიკე კაპანაძე კარიერას "დილაში" გააგრძელებს, - ამის შესახებ ინფორმაციას გორული კლუბი თავისი ვებგვერდით ავრცელებს.
კაპანაძემ "დილასთან" ორსეზონიანი კონტრაქტი გააფორმა.
თორნიკეს ბოლო კლუბი თბილისის "დინამო" იყო, მანამდე კი ქუთაისის "ტორპედოში", "ზესტაფონში", " სამტრედიასა" და წყალტუბოს "სამგურალში" თამაშობდა.