ევროპის ჩემპიონატის მეორე ტურში, B ჯგუფში, ხორვატიისა და ალბანეთის დაძაბული მატჩი 2:2 დასრულდა.
შეცვლაზე შესულმა ალბანელთა 34 წლის ნახევარმცველმა კლაუს გიასულამ ავტოგოლი და გოლი მიითვალა.
ხორვატიას და ალბანეთს თითო ქულა აქვთ - 24 ივნისს, ბოლო ტურში, ხორვატია იტალიას, ხოლო ალბანეთი ესპანეთს დაუპირისპირდება.
ჰამბურგი. „ფოლკსპარკშტადიონი“. 46 784 მაყურებელი
ხორვატია - ალბანეთი 2:2
გოლები: 0:1 ლიაჩი (11), 1:1 კრამარიჩი (74), 2:1 გიასულა (76, საკ. კარში), 2:2 გიასულა (90+5)