მიკოლა კოვტალიუკი ყაზახეთის უმაღლეს ლიგაში დაწინაურებულ გუნდში გადავიდა

AutoSharing Option
ეროვნული ლიგის გასული სეზონის საუკეთესო ბომბარდირი მიკოლა კოვტალიუკი კარიერას ყაზახურ "ოკჟაიკში" განაგრძობს.

ეს გუნდი გასულ სეზონში ყაზახეთის პირველ დივიზიონში ასპარეზობდა, სადაც მე-2 ადგილი დაიკავა და უძლიერესთა შორის მოიპოვა ადგილი.

მოგეხსენებათ, უკრაინელი ფორვარდი ქართველმა გულშემატკივარმა გორის "დილაში" ასპარეზობით გაიცნო.

მან გასულ სეზონში ჩატარებულ 16 მატჩში 10 გოლი გაიტანა, რითიც ეროვნული ლიგის საუკეთესო ბომბარდირი გახდა.

კოვტალიუკს საქართველოში ფოთის "კოლხეთისა" და თბილისის "დინამოს" მაისურიც მოურგია.
მკითხველის კომენტარები / 5 /
გამახსენდა რამდენი ლანძღავდა ელგუჯა ლობჯანიძეს, ყაზახეთში შედარებით დაბალი დონის გუნდიდან იქაური კალიბრით ერთ-ერთ "გრანდში" როდესაც გადავიდა, უკეთეს ლიგაში თუ არ მიდის საქართველოში ითამაშოსო. ხედავთ რამხელა სხვაობაა ქართულ ვაიფეხბურთსა და თუნდაც ყაზახეთს შორის?
როგორ "იმედისმომცემად" ჟღერს - ეროვნული ლიგის გასული სეზონის საუკეთესო ბომბარდირი კარიერას ყაზახურ "ოკჟაიკში" განაგრძობს. ეს გუნდი გასულ სეზონში ყაზახეთის პირველ დივიზიონში ასპარეზობდა, სადაც მე-2 ადგილი დაიკავა.
გამოვლენ ვიღაცეები და იტყვიან კობიაშვილი კარგად უძღვება საქმესო!
ვაი სირცვილო!
გიორგი
16:13 25-02-2021
3
კოლხეთიდან გავიცანით და არა დილადან!
მოქალაქე
15:48 25-02-2021
1
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული