გიორგი ჭიაბრიშვილი: ჩემს გუნდს ჩემპიონობისთვის ბრძოლა შეუძლია

AutoSharing Option
დღეს, მიხეილ მესხის სტადონის მედიაცენტრში, თბილისის ლოკომოტივის სეზონისწინა პრესკონფერენცია გაიმართა, სადაც მედიის შეკითხვებს გუნდის მთავარმა მწვრთნელმა - გიორგი ჭიაბრიშვილმა და კაპიტანმა - დავით უბილავამ უპასუხეს.

დავით უბილავა: „ესპანეთში ძალიან კარგი შეკრება გავიარეთ. მოსამზადებლად იდეალური ადგილი იყო, კარგი ტესტ-მატჩები ვითამაშეთ და ვცდილობთ, სეზონის დაწყებას კარგ ფორმაში შევხვდეთ. რაც მთავარია, შეკრება ტრავმების გარეშე დავასრულეთ და ახლა უკვე პირველი თამაშისთვის ვემზადებით. შემიძლია ვთქვა, რომ გუნდი სეზონის დასაწყებად მზადაა.“

გიორგი ჭიაბრიშვილი: „უპირველესად, მინდა ვთქვა, რომ მოხარული ვარ კროკობეთთან გაფორმებული ხელშეკრულებით. წელს, ჩვენი გუნდი შარშანდელზე
უფრო ძლიერები ვიქნებით და ამის თქმის საფუძველს, ჩემი ფეხბურთელები მაძლევენ.

დავეთანხმები კაპიტანს, ესპანური შეკრებით უზომოდ კმაყოფილი ვარ. საწვრთნელი შეკრებისთვის უკეთეს ადგილს ვერ ვნახავდით. ეს ის ადგილია, სადაც ტოპ კლუბები ემზადებიან. ადრეც ვთქვი და გავიმეორებ, ჩვენ იქ მოგება-წაგებისთვის არ ვყოფილვართ. გვქონდა საქმე, გეგმა, რომელსაც მივყვებოდით. ტესტ-მატჩების მთავარი დანიშნულება ფეხბურთელების შემოწმება და სათამაშო სქემების გამოცდაა.

ახალ სეზონში, ჩვენი მიზანი, მინიმუმ, ევროზონაში მოხვედრა იქნება. ახლა რთულია პროგნოზების გაკეთება, მაგრამ ჩემს გუნდს ჩემპიონობისთვის ბრძოლა შეუძლია.

რაც შეეხება საბურთალოსთან ჩვენს პირველ მატჩს, ჩემთვის ისიც ისეთივე მეტოქეა, როგორც დანარჩენი 8 გუნდი და მხოლოდ მოგებაზე ვფიქრობთ.“

fcloco.ge

მკითხველის კომენტარები / 1 /
როგორ არ შეუძლია, მაგრამ ჯერ "სამგურალს" უნდა მოუგოს.
ჯაბა
11:06 27-02-2021
1

სიახლეები პოპულარული
ეროვნული ლიგა 2020
#
გუნდი
12
7
4
1
16
25
14
6
6
2
14
24
14
2
10
2
1
16
13
4
4
5
-6
16
11
0
6
8
-17
6
14
1
3
10
-24
6