მასპინძლები უპირატესობას ფლობდნენ, მაგრამ 30-ე წუთზე ანგარიში სწრაფი კონტრშტევისას კუხიანიძემ გახსნა. დრო გადიოდა, "დინამო" გოლის გატანას ვერ ახერხებდა, მათმა მწვრთნელმა ნემსაძემ ცვლილებებით სცადა თამაშში გარდატეხის შეტანა და გაბედავამ 71-ე წუთზე ანგარიში გაათანაბრა.
ამის შემდეგ "დინამო" ბევრს უტევდა, ერთ ეპიზოდში პენალტსაც ითხოვდნენ და მსაჯმა ნემსაძე გააძევა.
მეორე ტურში, 5 მარტს, თბილისის "დინამო" ქუთაისში "ტორპედოს" შეხვდება, ხოლო 6 მარტს "სამგურალი" "საბურთალოს" უმასპინძლებს.
თბილისი. "დინამო არენა"
დინამო (თბ) - სამგურალი 1:1
გოლები: 0:1 კუხიანიძე (30), 1:1 გაბედავა (71)
დინამო (თბ) (3-4-1-2): კვასხვაძე, სპორკსლედე, ბენიო, ხვადაგიანი,იაშვილი (გაგნიძე 66), რადინი (კასტრო 66), პაპავა (კ), კუცია (ქარდავა 57), მექვაბიშვილი (მოისწრაფიშვილი 79), გაბედავა, მარუშიჩი
მწვრთნელი: ნემსაძე
სამგურალი (5-4-1): ქვილითაია, ასათიანი, პატარკაციშვილი, ქურდაძე, მჭედლიშვილი, ტურე (ბუხაიძე 90+5), ფონიავა (კ), დ. კირკიტაძე (ახვლედიანი 76), ლექვთაძე (ჩიხლაძე 68), კუხიანიძე, კალანდარიშვილი (კიკაბიძე 76)
მწვრთნელი: სოსიაშვილი