ეროვნული ლიგა. I ტური. თბილისის "დინამომ" "სამგურალს" ვერ სძლია - ნემსაძე გააძევეს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ეროვნული ლიგის პირველ ტურში ჩემპიონ თბილისის "დინამოსა" და დებიუტანტ "სამგურალის" მატჩი 1:1 დასრულდა.

მასპინძლები უპირატესობას ფლობდნენ, მაგრამ 30-ე წუთზე ანგარიში სწრაფი კონტრშტევისას კუხიანიძემ გახსნა. დრო გადიოდა, "დინამო" გოლის გატანას ვერ ახერხებდა, მათმა მწვრთნელმა ნემსაძემ ცვლილებებით სცადა თამაშში გარდატეხის შეტანა და გაბედავამ 71-ე წუთზე ანგარიში გაათანაბრა.

ამის შემდეგ "დინამო" ბევრს უტევდა, ერთ ეპიზოდში პენალტსაც ითხოვდნენ და მსაჯმა ნემსაძე გააძევა.


მეორე ტურში, 5 მარტს, თბილისის "დინამო" ქუთაისში "ტორპედოს" შეხვდება, ხოლო 6 მარტს "სამგურალი" "საბურთალოს" უმასპინძლებს.

თბილისი. "დინამო არენა"
დინამო (თბ) - სამგურალი
1:1

გოლები: 0:1 კუხიანიძე (30), 1:1 გაბედავა (71)

დინამო (თბ) (3-4-1-2): კვასხვაძე, სპორკსლედე, ბენიო, ხვადაგიანი,იაშვილი (გაგნიძე 66), რადინი (კასტრო 66), პაპავა (კ), კუცია (ქარდავა 57), მექვაბიშვილი (მოისწრაფიშვილი 79), გაბედავა, მარუშიჩი

მწვრთნელი: ნემსაძე

სამგურალი (5-4-1): ქვილითაია, ასათიანი, პატარკაციშვილი, ქურდაძე, მჭედლიშვილი, ტურე (ბუხაიძე 90+5), ფონიავა (კ), დ. კირკიტაძე (ახვლედიანი 76), ლექვთაძე (ჩიხლაძე 68), კუხიანიძე, კალანდარიშვილი (კიკაბიძე 76)

მწვრთნელი: სოსიაშვილი
მკითხველის კომენტარები / 2 /
ეჰ გია, გია როგორ ტუცე თავი ფიფიას ყანაში?DDD
1
ყოჩაღ დინამოს სატრანსფერო პოლიტიკას:)))))))
ვაიდინამო
11:40 28-02-2021
1

სიახლეები პოპულარული