ეროვნული ლიგის პირველ ტურში „დილამ“ დებიუტანტი „შუქურა“ კაპანაძის მიერ მე-14 წუთზე გატანილი გოლით 1:0 დაამარცხა.
წვიმიან ამინდში თამაში საკმაოდ დაძაბული გამოვიდა, მსაჯმა ფეხბურთელებს 9 ყვითელი ბარათი უჩვენა, ზედ საფინალო სასტვენის წინ კი სტუმართა გუნდის ნახევარმცველი როხვაძე გააძევა.
მეორე ტურში, 5 მარტს, „დილა“ სტუმრად „სამტრედიას“, ხოლო „შუქურა“ ბათუმის „დინამოს“ დაუპირისპირდება.
გორი. „თენგიზ ბურჯანაძე“
დილა - შუქურა 1:0
გოლი: კაპანაძე (14)
გაძევება: როხვაძე (90+6)
დილა (4-2-3-1): გუგეშაშვილი, ჩიტეიშვილი, ჭიჭინაძე, მაისაშვილი (კ), ვანდერსონ სილვა, ბუღრიძე (კამარა 78), ნონდი, გაგნიძე, ბიძინაშვილი (მადინგა 90+4), ღუდუშაური (სანტოსი 87), კაპანაძე
მწვრთნელი: დემჩენკო
შუქურა (4-2-3-1): თებიძე, ჭანტურია, კომახიძე (კ), გაფრინდაშვილი, რეხვიაშვილი, გურეშიძე (ხმალაძე 61), სარდალიშვილი (ფარტენაძე 83), კაკაშვილი, ჯერალდო, მუსელიანი (მუჯირი 83), კაბრალი (როხვაძე 53)
მწვრთნელი: შაშიაშვილი