"თუ არ დანებდები, წარმატება გარდაუვალია..." - ქართული გუნდის უდიდესი წარმატება

AutoSharing Option
28 თებერვალს Pubg Mobile-ის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ტურნირი PMCO დასრულდა. აღნიშნული ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე ორი ქართული გუნდი, "ონიქსი" და "13", ასპარეზობდა. 

ქართულმა გუნდებმა მე-10 ("ონიქსი")  და მე-11 ("13) ადგილი დაიკავეს და პროლიგაში გადაინაცვლეს. PMPL-ში გადასასვლელად 13 საუკეთესო გუნდში მოხვედრა იყო საჭირო. საქართველოს წარმომადგენლებმა თავი ამ ტვირთს კარგად გაართვეს. 

Sportall.Ge

"ონიქსის" გუნდის ლიდერმა საბა კოპლატაძემ აღნიშნულ წარმატებასთან დაკავშირებით მცირედი კომენტარი გააკეთა: 

"მიუხედავად იმისა, რომ PMPL-ში ვითამაშებთ, რაც ძალიან კარგი ამბავია, ფინალის შედეგით კმაყოფილი არ ვარ.  ხაზი მინდა გავუსვა იმ ფაქტს, რომ ქართველების
დონე ყოველდღიურად მაღლა იწევს და სასურველ დონეს უფრო და უფრო ვუახლოვდებით. კონტრასტი საქართველოსა და ევროპის დონეებს შორის აღარ არის ისეთი, როგორიც იყო მაშინ, როდესაც პირველად გავედით PMCO Fall Split 2020-ზე. 

პროლიგაზე ჯერჯერობით მხოლოდ ის არის ცნობილი, თუ ვინ ითამაშებს ამ ტურნირზე. სხვა დანარჩენი უახლოეს დღეებში გაირკვევა. ხშირად მითქვამს და აქაც გავიმეორებ, ადამიანს თუ ეთამაშები, მაშასადამე, სისუსტეც აქვს და მისი დამარცხებაც შესაძლებელია. მთავარია, განვაგრძოთ როგორც ინდივიდუალურ, ისე როტაციულ შეცდომებზე მუშაობა.

ჩემთვის გუნდში გამორჩეული მოთამაშე არ არსებობს, ყველას თავისი როლი აქვს. განსხვავება მხოლოდ იმაშია, რომ ზოგი უფრო ანათებს, ზოგი კი შავ სამუშაოს ასრულებს. შესაბამისად, ვთვლი, რომ ყველამ თანაბარ დონეზე ითამაშა.

უკვე შევედით RedBull PUBGM დისქორდზე და ველოდებით დასაწყისის ზუსტი დროის დაანონსებას. როგორც იცით, ვართ ის გუნდი, რომელმაც საქართველო უნდა წარმოადგინოს მსოფლიო ფინალში. ეს უდიდესი პასუხისმგებლობაა, რომელიც არნახულ მოტივაციას გვაძლევს. 

ქართველ მოთამაშეებს ვეტყოდი, რომ რაც უნდა ბანალურად ჟღერდეს, თუ არ დანებდები, წარმატება გარდაუვალია.

ახლა ჩვენი გუნდი ჯერჯერობით მხოლოდ პროლიგასა და რედბულზე ფიქრობს, სხვა დანარჩენს კი დრო გვაჩვენებს. შევხვდებით უძლიერეს გუნდებს, არა მარტო ჩვენი რეგიონიდან, არამედ მთელი მსოფლიოდან. კონკურენცია იქნება საკმაოდ მაღალი, განსხვავებით ჩვენი ნაწილისგან, ვინ როგორ თამაშობს, ჯერჯერობით არ ვიცით, რაზეც ცალკე დამატებით უნდა ვიმუშაოთ." 

მეტი ინფორმაციისთვის, ვიდეოებისა და სიახლეებისთვის შეგიძლიათ ეწვიოთ "ონიქსის" "ფეისბუქგვერდს". 

altCACTU2-ის ჩემპიონატზე გამარჯვებულმა გუნდმა TEAM ONYX-მა პირველი კომენტარი გააკეთა [VIDEO]



მკითხველის კომენტარები / 2 /
ძალიან კარგი სტატიაა,მეტი წერეათ ამ თემატიკაზე
Shinigami
21:24 01-03-2021
0
წარმატებები 2 ქართულ კლანს ❤❤
NI KO
21:13 01-03-2021
0

სიახლეები პოპულარული
ეროვნული ლიგა 2020
#
გუნდი
12
7
4
1
16
25
14
6
6
2
14
24
14
2
10
2
1
16
13
4
4
5
-6
16
11
0
6
8
-17
6
14
1
3
10
-24
6