ეროვნული ლიგის ბინადარმა "თელავმა" მალდინი დაიმატა

AutoSharing Option
ეროვნული ლიგის ბინადარმა "თელავმა" ერთბაშად 15 ახალი ფეხბურთელი დაიმატა. აღნიშნულ ინფორმაციას გუნდის სოციალური ქსელის გვერდი ავრცელებს.

ერთ-ერთი ყველაზე თვალში მოსახვედრი სახელი და გვარი პაბლო მალდინია, თუმცა მას ლეგენდარულ პაოლო მალდინისთან საერთო არაფერი აქვს.

ის ბრაზილიის მოქალაქეა და ადგილობრივი "ფლამენგოს" აღზრდილია.

როგორც იცით, "თელავმა" ეროვნული ლიგა კარგად დაიწყო და პირველ ტურში საკუთარ მოედანზე "სამტრედიას" 1:0 სძლია.

რაც შეეხება "თელავის" დამატებულ 15 ფეხბურთელს, სია ასე გამოიყურება:

გიორგი ჩოჩიშვილი, ცოტნე კაპანაძე, ზურაბ თევზაძე, პაბლო კრანეირო ფრეიტასი, გიორგი ჯანელიძე, იმედა აშორტია, გიორგი ხაბულიანი, რევაზ ინჯგია,
ჟონატა პერეირა, ბექა გაბისკირია, ვაჟა ფაცაცია, შოთა შეყილაძე, ლუკა სოსიაშვილი, რატი არდაზიშვილი, ლაშა შერგელაშვილი.
მკითხველის კომენტარები / 6 /
ნესტაზეც ჩალიჩობენ ეხლა და მარტო შემოწმება აქვს გასავლელიო და დაცვის პრობლემა მოგვარდება,აი ერთი ცენტრში ზეედორფი დაგვათრევია და წინ ინძაგი და ვსიო,გუგუნებს მერე თელავი
დემეტრე
17:17 02-03-2021
2
ყურძნის საკრეფად იყო ალბათ ჩამოსული
დიმა
17:15 02-03-2021
2

სიახლეები პოპულარული