20:56 01-03-2021
ეროვნული ლიგა. I ტური. "საბურთალომ" "ლოკომოტივი" დაჯაბნა და დაამარცხა [VIDEO]
AutoSharing Option
მატჩში ტემპი მაღალი არ იყო, მცირე უპირატესობას პირობითი მასპინძლები ფლობდნენ და გუნდის ახალწვეულმა ცენტრალურმა მცველმა ჯგერენაიამ სადებიუტო ოფიციალურ მატჩში 38-ე წუთზე ანგარიში გახსნა.
შესვენების შემდეგ „ლოკოს“ მწვრთნელმა ჭიაბრიშვილმა ცვლილებები განახორციელა, მაგრამ ამით არაფერი შეიცვალა, მისი გუნდი მომენტებს ვერ ქმნიდა. „საბურთალო“ სახიფათოდ უტევდა და ნონიკაშვილის დარტყმული ბურთი მამარდაშვილმა მოიგერია, ხოლო შეცვლაზე შესულმა გოჩოლეიშვილმა ბოლო წუთზე მოახერხა მეტოქის კარის დალაშქვრა.
მეორე ტურში, 6 მარტს, „საბურთალო“ გასვლაზე „სამგურალს“ დაუპირისპირდება, ხოლო „ლოკომოტივი“ „თელავს“ უმასპინძლებს.
თბილისი. „მიხეილ მესხი“
საბურთალო - ლოკომოტივი 2:0
გოლები: 1:0 ჯგერენაია (38), გოჩოლეიშვილი (90)
საბურთალო (4-4-1-1): გოშაძე, მალი, ლაცაბიძე, ჯგერენაია, კაკუბავა (კ), ი. ტაბატაძე (გოჩოლეიშვილი 76), ძებნიაური, ტერა, თ. ტაბატაძე (ცნობილაძე 90+1), მანდრიჩენკო (ლ. ნონიკაშვილი 69), გულიაშვილი (შულაია 76)
მწვრთნელი: კორღალიძე
ლოკომოტივი (4-2-3-1): მამარდაშვილი, მჭედლიშვილი (გაბაძე 46), ანდრონიკაშვილი (ჭიაბრიშვილი 82), სანდოხაძე, უბილავა (კ), დარცმელია (იმრანი 46), სამურკასოვი, შონია, კახაბრიშვილი (გავაშელიშვილი 75), თ. კირკიტაძე (იაკობიძე 64), სიხარულიძე
მწვრთნელი: ჭიაბრიშვილი
მკითხველის კომენტარები / 13 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
ბ-ნ სოსოს. ესპანეთში იმ "ლოკოს" შემადგენლობაში მხოლოდ ორი მოთამაშე იყო ისიც მე 2 შემადგენლობის და "კაზანკის", დანარჩენი კი ყველა შინჯებზე წაყვანილი ხალხი ათამაშეს.1 თამაში ოპერაციის მერე ქონდა ბარინოვს. იმ დღეს "ლოკო" ეთამაშა "როსტოვს" და ძირითადით მოიგო. აი ეს იყო.
0
0
მოსამზადებელ პერიოდში,თბილისელებმა მოსკოვის ლოკომოტივი რომ გაანადგურეს,მწვრთნელმა სრული კმაყოფილება გამოხატა,დაცვის თამაშით.არადა მატჩის ბოლოს კუთხურიდან ჩაწოდებული ორი ბურთიდან ერთი,მეკარეს ხელებში რომ არ მისვლოდა,გარდაუვალი გოლი იყო,მეორედ კი,კარს ააცილეს მოსკოველებმა.ორივე შემთხვევაში,დაცვა არც გატოკებულა,უბრალოდ ინტერესით შეჰყურებდა,რას იზავდნენ მოსკოველები.ამ თამაშშიც,პირველი გოლი,ზუსტად ასე გაუშვეს რკინიგზელებმა.კაცს არ უცდია ბურთის გამოტანა.მწვრთნელი, ალბათ ახლაც სრულიად კმაყოფილია,ჩემგან განსხვავებით.შარშან, ევროთასებზე თამაშით,ლოკომოტივმა,ჩემი დიდი სიმპათია დაიმსახურა და ძალიან მინდა,წელსაც უკეთესი გუნდი გახდეს მაგრამ ასე რაიმე გამოვა?მეეჭვება.საბურთალოს ვულოცავ გამარჯვებას.კარგ სტარტს,კარგი განწყობა მოსდევს და ვუსურვებ,სამიოდე წლის წინანდელი საბურთალოსავით იფრინონ ბიჭებმა.თუმცა პრობლემები,მათაც საკმაოზე მეტი აქვთ.
1
0
ყველა კომენტარი
გააკეთეთ კომენტარი
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
სიახლეები
პოპულარული