გურამ კაშია "ლოკომოტივის" ფეხბურთელი გახდა

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების ვიცე-კაპიტანი გურამ კაშია თბილისის  "ლოკომოტივის" ფეხბურთელი გახდა, - ამის შესახებ ინფორმაციას დედაქალაქური კლუბი თავისი ვებგვერდით ავრცელებს:

"ოფიციალურად - საქართველოს ეროვნული ნაკრების ვიცე-კაპიტანი გურამ კაშია თბილისის "ლოკომოტივის" ფეხბურთელია. გურამ კაშიამ "ლოკომოტივთან" 1-წლიანი კონტრაქტი გააფორმა და კლუბის ღირსებას 4-ნომრიანი მაისურით დაიცავს.

"ლოკომოტივში" თავს ძალიან კარგად ვგრძნობ. ზამთრის მოსამზადებელი პერიოდი გუნდთან ერთად გავიარე; ვიყავი ესპანურ შეკრებაზე. საბოლოოდ, მივიღე გადაწყვეტილება, რომ კლუბს ოფიციალურად შევუერთდე. ახლა გუნდის სრულფასოვანი წევრი ვარ და მისი ნაწილი. იმედი მაქვს, წარმატების მიღწევაში ჩემს წვლილს შევიტან", - ამბობს გამოცდილი
მცველი.

მკითხველის კომენტარები / 5 /
კარგია ჩემპიონატისთვის კაშიას ეს ნაბიჯი,სხვა ქართველი ლეგიონერებიც თუ ასე მოიქცევიან რომლებიც უკლუბოდ ან სერიოზული შეთავაზება თუ არ აქვთ, ან ისეთი ქვეყნებიდან აქვთ სადაც ბურთი კვახი გონიათ.საქართველოს ლიგას წაადგება კაშიას დონის ფეხბურთელის აქ თამაში,იმედია ანანიძეც მალე გამოჩნდება ეროვნულ ჩემპიონატში.
ziko
13:34 05-03-2021
0
სამწუხარო. ნუთუ ისე დაკარგა კლასი,რომ ერთ საშუალო დონის ევროპულ გუნდსაც კი არ მოუნდა, როგორც გამოცდილი ფეხბურთელი. ხელფასიც ნორმალური ექნებოდა. ვფიქრობ მან არ მოინდომა და ხელი დააკლო. მაგრამ, სხვის ამბავს რას გაიგებ(არც არის საჭირო) უბრალოდ როგორც ქართველ სახელიან ფეხბურთელს ვქომაგობ
vax-vax
13:37 04-03-2021
7

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული
ეროვნული ლიგა 2020
#
გუნდი
12
7
4
1
16
25
14
6
6
2
14
24
14
2
10
2
1
16
13
4
4
5
-6
16
11
0
6
8
-17
6
14
1
3
10
-24
6