ეროვნული ლიგა. II ტური. მე-15 წუთიდან კაცნაკლულმა „ტორპედომ“ თბილისის „დინამოს“ შესვენებამდე გაუძლო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ეროვნული ლიგის მეორე ტურში თბილისის „დინამომ“ გასვლაზე „ტორპედო“ 2:0 დაამარცხა.

მსაჯმა უკვე მე-15 წუთზე უკანასკნელი იმედის ჯარიმის გამო პირდაპირი წითელი ბარათით მასპინძელთა გუნდის მეკარე ჰამზიჩი გააძევა, რამაც მატჩის მიმდინარეობასა და შედეგზე გადამწყვეტი როლი ითამაშა. რიცხობრივ უმცირესობაში დარჩენილი ქუთაისელები თავს ორგანიზებულად იცავდნენ და პირველ ტაიმში ანგარიში არ გაიხსნა.

შესვენების შემდეგ კი “ ტორპედომ“ ვეღარ გაუძლო დაწოლას - რადინის პასით ახვლედიანმა თავურით სტუმრები დააწინაურა, ხოლო შემდეგ ბენიომ გაგნიძის ნაკუთხურალ ბურთს შეცვლაზე შესული შოვნაძის კარში მიუჩინა ადგილი.

9 მარტს თბილისის „დინამო“ ბათუმის „დინამოს“
უმასპინძლებს, ხოლო „ტორპედო“ 10 მარტს თბილისში „საბურთალოს“ შეხვდება.

ქუთაისი. „რამაზ შენგელია“
ტორპედო - დინამო (თბ) 0:2
გოლები: 0:1 ახვლედიანი (48), 0:2 ბენიო (70)
გაძევება: ჰამზიჩი (15)

ტორპედო (3-5-2): ჰამზიჩი, ტაბატაძე (კ) (ინკუმი 73), მირცხულავა, ქაფიანიძე (შარვაშიძე 73), ნადარაია, ტუიჩიბაევი, მამასახლისი (ძარია 83), ბუკასი, სალაკუ (შოვნაძე 18), რეკიში, ზიდანი

მწვრთნელი: აშვეთია

დინამო (3-4-1-2): კვასხვაძე, სპორკსლედე (იაშვილი 90+2), მონხილი, ბენიო, რადინი, პაპავა (კ), მექვაბიშვილი (კუცია 85), გაგნიძე, გაბედავა (კეიტა 90+2), ახვლედიანი (ქარდავა 72), მარუშიჩი (კასტრო 85)

მწვრთნელი: ჭელიძე

altეროვნული ლიგა. I ტური. თბილისის "დინამომ" "სამგურალს" ვერ სძლია - ნემსაძე გააძევეს [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 3 /
საქართველოს ჩემპიონატს, დროა სახელი შევუცვალოთ და აფრიკის ჩემპიონატი დავარქვათ. რა, რამეს ისეთ ვიძახი, რაც სახეზე არ არის?!
ვიცი დამბლოკავთ იმ ვერსიით, თუ როგორ "ვბედავდა" ასეთ რამეს ვწერ. სიტყვის თავისუფლებაა ბატონო!
14:07 06-03-2021
2
შარშანდელი სატურნირო ცხრილი მოაშორეთ და წლევანდელი დადეთ უკვე.
giorgi 777
11:43 06-03-2021
0

სიახლეები პოპულარული