ეროვნული ლიგის მესამე ტურში "დილა" და "ლოკომოტივი" დაზავდნენ - 0:0.
მატჩი დაძაბული გამოდგა, სწრაფ ტემპში, გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა, ყველაზე რეალური შანსი გოლის გატანისა კი მასპინძლებს ჰქონდათ, როდესაც საჯარიმოში შონიამ სილვა წააქცია, ბიძინაშვილის დარტყმული პენალტი კი მამარდაშვილმა მოიგერია.
"დილამ" პირველი ქულები დაკარგა, თუმცა ბათუმის "დინამოსთან" ერთად ლიდერია (7-7 ქულით), ხოლო "ლოკომოტივი" 4 ქულით მე-6 ადგილზეა.
14 მარტს "დილა" "სამგურალს", 15 მარტს კი "ლოკომოტივი" "შუქურას" დაუპირისპირდება.
აღსანიშნავია, რომ დღეს "თელავისა" და "სამგურალის" შეხვედრაც უგოლოდ დასრულდა.
გორი. "თენგიზ ბურჯნაძე"
დილა - ლოკომოტივი 0:0
გამოუყენებელი პენალტი: ბიძინაშვილი (81)
დილა (4-3-3): გუგეშაშვილი, ჩიტეიშვილი, ხურცილავა, მაისაშვილი (კ) (ეტოუ), სანტოსი, სილვა, ბუღრიძე (კამარა 73), ნონდი (მოსიაშვილი 85), გაგნიძე, ბიძინაშვილი, ღუდუშაური
მწვრთნელი: დემჩენკო
ლოკომოტივი (4-1-4-1): მამარდაშვილი, გურეშიძე, კაშია, სანდოხაძე, უბილავა (კ), დარცმელია (სამურკასოვი 61), იმრანი (გავაშელიშვილი 77), შონია, კირკიტაძე (მუკბანიანი 90+2), კახაბრიშვილი, სიხარულიძე
მწვრთნელი: ჭიაბრიშვილი