28 წლის ნახევარმცველი ლაშა შინდაგორიძე კარიერას ბათუმის "დინამოში" გააგრძელებს, - ამის შესახებ ინფორმაციას აჭარული კლუბი "ფეისბუქის" გვერდით ავრცელებს.
შინდაგორიძე გასულ წელს სოლიგორსკის "შახტიორში" თამაშობდა, მაგრამ აპრილში სერიოზული ტრავმა მიიღო და მას შემდეგ არ უთამაშია.
ის ადრე თბილისის "დინამოს", "ტორპედოს", "ცხინვალის", "სიონის", "საბურთალოსა" და "ბალმაზუივაროშის" ღირსებას იცავდა.