ეროვნული ლიგა. IV ტური. თბილისის „დინამომ“ უხვგოლიან მატჩში „საბურთალოს“ სძლია [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ეროვნული ლიგის მეოთხე ტურში თბილისის „დინამომ“ “საბურთალო“ 4:3 დაამარცხა.

თამაში უხვგოლიანი და ლამაზი სანახავი კი გამოდგა, მაგრამ ხარისხისა რა მოგახსენოთ, ორივე გუნდი დაცვაში უამრავ უხეშ შეცდომას უშვებდა და ეს ანგარიშშიც აისახა.

თბილისის „დინამო“ 7 ქულით მესამე ადგილზეა, ხოლო „საბურთალო“ 5 ქულით მეოთხეზე.

20 მარტს თბილისის „დინამო“ „თელავს“, „საბურთალო“ კი ბათუმის „დინამოს“ დაუპირისპირდება.

თბილისი. „დინამო არენა“
დინამო (თბ) - საბურთალო 4:3
გოლები: 1:0 მარუშიჩი (15), 1:1 ნონიკაშვილი (16), 2:1 მარუშიჩი (31), 2:2 ნონიკაშვილი (45+2), 3:2 გაბედავა (55, პენ), 4:2 პაპავა (69),
43 ი. ტაბატაძე (71)

დინამო (თბ) (3-4-1-2): კვასხვაძე, კობოური (კ), მონხილი, ბენიო, სპორსკლედე (იაშვილი 83), ხვადაგიანი, რადინი, მექვაბიშვილი (კუცია 90+1), გაგნიძე (პაპავა 62), გაბედავა (ქარდავა 62), მარუშიჩი (ახვლედიანი 83)

მწვრთნელი: სვანაძე

საბურთალო (4-2-3-1): მეგრელიშვილი, მალი, ლაცაბიძე, კაკუბავა (კ), შ. ნონიკაშვილი (ამინუ 86), ცნობილაძე, ტერა, შულაია (გოჩოლეიშვილი 86), მანდრიჩენკო (ლ. ნონიკაშვილი 63), გულიაშვილი (ი. ტაბატაძე 62), თ. ტაბატაძე

მწვრთნელი: კორღალიძე


მკითხველის კომენტარები / 5 /
დინამოს ეს მცველები რომ არ ჩამოეყვანა,აქ ასეთ მცველებს ვერ ნახავდნენ.ასეთი სუსტი დაცვა არ მინახია.სირცხვილუა უბრალოდ.
კახა ქ.
01:52 15-03-2021
0
საბედნიეროდ ერთ გუნდიანი ჩემპიონატი აღარ გვაქვს, არ არის აუცილებელი დინამო 20 ქულით ლიდერობდეს და 8 ტურით ადრე ჩემპიონი ხდებოდეს. ევროსარბიელზე მაგას შედეგი არასოდეს მოუტანია. დაძაბულობამ აშკარად მოიმატა და თითეულ ქულას უკვე მნოშვნელობა აქვს, გუნდებიც ბრძოლას სხვანაირად ეჩვევიან. საუკეთესო ვარიანტია ქართული ფეხბურთისთვის, ცოტა უხერხული შედარება არის მაგრამ ტოპ ლიგებშიც ბევრი პროვინციული
გუნდი გახდა კონკურენტ უნარიანი, ატალანტა, ლესტერი, ვოლფსბურგი დ.ა.შ
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული