საქართველოს ეროვნული ლიგის მე-5 ტურის შეხვედრაში "სამტრედიამ" საკუთარ მოედანზე თბილისის "ლოკომოტივი" მიიღო და ზედაძაბულ შეხვედრაში დასანანი მარცხი იწვნია - 3:4.
პირველი ტაიმის შემდეგ თბილისელები 3:0-ს იგებდნენ. "ლოკოს" შემადგენლობაში გოლები დავით სამურკასოვმა(32-ე წ.) და თორნიკე კირკიტაძემ(34-ე წ.) გაიტანეს, ანგარიში კი მესიაჩენკოს ავტოგოლით (მე-20 წ.) გაიხსნა.
თითქოს ყველაფერი "რკინიგზელთა" მარტივ გამარჯვებამდე უნდა მისულიყო, თუმცა სამტრედიელებმა 9 წუთიან მონაკვეთში ანგარიში გაათანაბრეს. 62-ე წუთზე იოსელიანის დარტყმულ ჯარიმას თავი სამურკასოვმა შეუშვირა და ავტოგოლი გამოუვიდა. 70-ე წუთზე იოსელიანმა მამარდაშვილს ულამაზესი გოლი გაუტანა, ხოლო 1 წუთში 19 წლის გიორგი ლომთაძემ რუხაძის გადაცემა გამოიყენა და ანგარიში გაათანაბრა - 3:3.
თუმცა, თბილისელებმა შეხვედრის მოგება მაინც შეძლეს. დარციმელიას ჩაწოდებული ჯარიმიდან ბურთი ქურდაძის კარში ირაკლი სიხარულიძემ 83-ე წუთზე გადაგზავნა და საკუთარ გუნდს სეზონში მესამე გამარჯვება მოუტანა.
21 მარტი, სამტრედია, ეროსი მანჯგალაძე
სამტრედია - ლოკომოტივი 3:4
0:1 მესიაჩენკო (ა.გ.;20), 0:2 სამურკასოვი (32), 0:3 კირკიტაძე (34), 1:3 სამურკასოვი (ა.გ.; 62), 2:3 იოსელიანი (70), 3:3 ლომთაძე (71), 3:4 სიხარულიძე (83).
"ლოკომოტივმა" 5 ტურის შემდეგ 10 ქულა დააგროვა და ეროვნული ლიგის სატურნირო ცხრილში ჭიაბრიშვილის გაწვრთნილი გუნდი მე-4 პოზიციას იკავებს. გია ცეცაძის შეგირდებს კი 5 ტურის შემდეგ 0 ქულა აქვთ და ბოლო ადგილზე არიან.
ეს ფაქტიურად შეუძლებელია მგონი.
სამგურალი და ტორპედო საკმაოდ ადვილად მოუგებენ, დინამოსა და საბურთალოსთან კი შანსები ნულის ტოლია.
გაუშვით ხუციშვილი,ამ ყოვლად უმსგავსო და უძლური შემადგენლობის ავტორი და მოიყვანეთ ვინმე ადექვატური. 25 კაციდან 5-6 არის მხოლდო ქმედითუნარიანი,ეს ხომ აშკარად სჩანს.
ცეცაძე ჯადოქარი არაა რომ უძლური მოყვარულებისაგნ პროფესიონალები გამოძერწოს.