ეროვნული ლიგა. VI ტური. "ტორპედოსა" და "შუქურას" მატჩი უგოლოდ დასრულდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ეროვნული ლიგის მეექვსე ტურში „ტორპედოსა“ და „შუქურას“ შეხვედრა 0:0 დასრულდა.

სტადიონზე მისულმა გულშემტკივრებმა ლამაზი მატჩი იხილეს, რომელიც ორმხრივი შეტევებით მიმდინარეობდა, მომენტები ორივე გუნდს ჰქონდა, მაგრამ ვერ გამოიყენეს და ქულები გაიყვეს.

8 ქულით მეხუთე ადგილზე მყოფი „შუქურა“ 7 აპრილს ზესტაფონში თბილისის „დინამოს“ შეხვდება, ხოლო „ტორპედო“, რომელიც 4 ქულით მერვე პოზიციაზეა, 6 აპრილს სტუმრად „სამტრედიას“ დაუპირისპირდება.

ქუთაისი. „რამაზ შენგელია“
ტორპედო - შუქურა 0:0

ტორპედო (5-3-2): ჰამზიჩი, მირცხულავა (კ), ნადარაია, ინკუმი (ტაბატაძე 67), ტუიჩიბაევი (ჩალაძე 60), ჩაკვეტაძე, მამასახლისი (სტუკალოვი 78), ბუკასი, რეკიში, შარვაშიძე,
ზიდანი

მწვრთნელი: აშვეთია

შუქურა (4-2-3-1): შეროზია, ფარტენაძე, ჭანტურია (კ), გაფრინდაშვილი (კალანდია 85), რეხვიაშვილი, ჩელებაძე (მუსელიანი 61), გურეშიძე (ხმალაძე 61), სარდალიშვილი, კაკაშვილი, ჯერალდო (ექვთიმიშვილი 90+3), კაბრალი (ინგოროყვა 61)

მწვრთნელი: შაშიაშვილი


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული