ანდრეი დემჩენკო: "დინამოსთან" მატჩმა უკეთ დაგვანახა რა კომპონენტებზე გვაქვს სამუშაო

AutoSharing Option
"დილას" მწვრთნელმა ანდრეი დემჩენკომ თბილისის "დინამოსთან" ეროვნული ლიგის მეექვსე ტურში წაგებული მატჩი (0:1) გორული კლუბის საიტთან შეაფასა:

"ის, რაც "დინამოს" შევთავაზეთ, მხოლოდ ჩვენი შეცდომებია. ორი ძალიან კარგი გუნდის თამაში იყო დღეს. "დინამოს" ფეხბურთელების დონე იგრძნობა, ისინი კვალიფიციური მოთამაშეები არიან, მაგრამ კარგი წინააღმდეგობა გავუწიეთ.

შედეგი ცუდია, მაგრამ კარგ გუნდთან უფრო კარგად ჩანს, რაზეა სამუშაო, რა უნდა გამოვასწოროთ, გავაუმჯობესოთ… შეცდომებს გავაანალიზებთ, უკვე ვიცით ასეთ გუნდებთან მატჩში რაზე გვაქვს სამუშაო და მომდევნო მატჩებში ეს გამოგვადგება".

მკითხველის კომენტარები / 1 /
თითქოს დიდი არაფერი განსხვავებული უთქვამს ამ კაცს, მაგრამ პატივისცემა მოწინააღმდეგის, დაფასება სხვისი შრომის და ამის ფონზე ღირსეულად შეაფასო რეალობა და შენი გუნდი. ნამდვილად მისაბაძი საქციელია, რაც დიდი დეფიციტია დღევანდელ ყოფაში
კორონა
23:05 04-04-2021
0

სიახლეები პოპულარული