უხვგოლიანი და თვალსასეირო სენსაცია "დინამო არენაზე" [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ეროვნული ლიგის მეშვიდე ტურში "დინამო არენაზე" თბილისის "ლოკომოტივმა" წყალტუბოს "სამგურალს" უმასპინძლა. იმერლებს, უჩა სოსიაშვილის ხელმძღვანელობით, ნამდვილად სიმპათიური გუნდი ჰყავთ, თუმცა ამის შედეგებში ასახვას აქამდე  ნაკლებად ახერხებდნენ.

შეხვედრა უხვგოლიანი და ძალიან კარგი საყურებელი  გამოდგა. კიდევ ერთი მშვენიერი მატჩი ვიხილეთ სერგო კუხიანიძის მონაწილეობით. ის პირველ ტაიმში  წყალტუბოელთა ყველა იერიშის მოქმედი პირი იყო - ჯერ თავად აიღო მეტოქის კარი, შემდეგ შალვა ბურჯანაძეს გაატანინა და მესამე გოლშიც გიორგი მამარდაშვილის შეცდომა სწორედ მის აქტიურობას მოჰყვა.

"სამგურალის" მესამე გოლამდე წინა ტურის დეჟა-ვუ შედგა. საქართველოს ნაკრების გამოცდილმა
ფეხბურთელმა გურამ კაშიამ ისევ ნიდერლანდელი იმრან ომარის პასი შეირგო. ტაიმის ბოლოს თეიმურაზ შონიას მშვენიერი გადაცემა დავით კირკიტაძემ გამოიყენა და საწყისი 45 წუთი 2-3 დასრულდა.

მეორე ტაიმშიც ორმხრივი შეტევები ვიხილეთ, თუმცა ანგარიში აღარ შეცვლილა და უჩა სოსიაშვილის გუნდმა პირველი გამარჯვება მოიპოვა.

თბილისის "ლოკომოტივი" კვირის ბოლოს ქუთაისის "ტორპედოს" ესტუმრება, წყალტუბოელები კი ბათუმში იასპარეზებენ.

თბილისი. დინამო არენა.
ლოკომოტივი-სამგურალი 2:3
გოლები: 0:1 კუხიანიძე (9), 0:2 ბურჯანაძე (15), 1:2 კაშია (20), 1:3 ფონიავა (27), 2:3 კირკიტაძე (45+2)

ლოკომოტივი: მამარდაშვილი, გაბაძე, კაშია, სანდოხაძე, ქველაძე (მჭედლიშვილი 57), შონია (კ) (სამურკასოვი 65), დარცმელია, ომარ იმრანი, კირკიტაძე, სიხარულიძე (იაკობიძე 73), კახაბრიშვილი (გავაშელიშვილი 65)

მწვრთნელი: ჭიაბრიშვილი

სამგურალი: ქვილითაია, ქურდაძე, ასათიანი, პატარკაციშვილი, ბანძელაძე, გილმორი (კიკაბიძე 80), ბურჯანაძე, კალანდარიშვილი, დოლიძე (ტურე 63), ფონია (ვავერულიძე 81), კუხიანიძე (კ) (ახვლედიანი 69).

მწვრთნელი: სოსიაშვილი 

მკითხველის კომენტარები / 7 /
ეს ეგ წ-ლი გეგუჩაძის კლასტერი ჭიაბრიშვილი გაურკვეველი დეკანოსიძე ვინმე გოცირიძე მწვრთნელები რომ გონიათ თავი,გამოვიდა გუშინ სამგურალი და ამ კლასტერს მიუჩინა თავის ადგილი
luka
13:25 08-04-2021
0
"სამგურალმა" მობილიზაცია აჩვენა და ე.წ. "ელ-ლოკო" პირველივე ნახევარში გატეხა, დაცვის ხაზში ორი Თაობის მცველთა Ჭიდილი, ახალგაზრდა წყალტუბოელთა გამარჯვებით დასრულდა.
ჯაბა
09:38 08-04-2021
0

სიახლეები პოპულარული
ეროვნული ლიგა 2020
#
გუნდი
12
7
4
1
16
25
14
6
6
2
14
24
14
2
10
2
1
16
13
4
4
5
-6
16
11
0
6
8
-17
6
14
1
3
10
-24
6