ეროვნული ლიგა. VII ტური. 10 ყვითელი ბარათი, გაძევება, პენალტი - „საბურთალომ“ „დილას“ სძლია [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ეროვნული ლიგის მეშვიდე ტურში „საბურთალომ“ გასვლაზე „დილა“ 2:1 დაამარცხა.

მატჩი ძალიან დაძაბული და უხეში გამოვიდა. მსაჯმა კიკაჩეიშვილმა 10 ფეხბურთელს ყვითელი ბარათი უჩვენა, მასპინძელთა კაპიტანი მაისაშვილი კი გააძევა.

პირველი ტაიმი „საბურთალომ“ ი. ტაბატაძის მიერ გატანილი გოლით 1:0 მოიგო. მეორე ტაიმში უპირატესობას მასპინძლები დაეუფლნენ და აქტიურმა ბიძინაშვილმა ანგარიში გაათანაბრა, რის შემდეგაც კაპანაძეს შეეძლო „დილა“ დაეწინაურებინა, მაგრამ მის მიერ დარტყმული ბურთი ძელს მოხვდა. 61-ე წუთზე კი მაისაშვილმა მეორე ყვითელი ბარათი მიიღო, გააძევეს და გორული გუნდი რიცხობრივ უმცირესობაში დარჩა.

მიუხედავად კაცნაკლულობისა, „დილა“ ტოლ-სწორად ეთამაშებოდა
მეტოქეს, მაგრამ 84-ე წუთზე სილვამ გოჩოლეიშვილი საჯარიმოში უნებურად წააქცია, თერთმეტმეტრიანი შეცვლაზე შესულმა ერისთავმა გამოიყენა და „საბურთალოს“ გამარჯვება მოუპოვა.

„დილამ“ ზედიზედ მეორე მარცხი განიცადა და 11 ქულით მესამე ადგილზეა, „საბურთალო“ კი 10 ქულით მეხუთე პოზიციაზეა.

11 აპრილს „საბურთალო“ „შუქურას“ უმასპინძლებს, ხოლო „დილა“ 12 აპრილს გასვლაზე „თელავს“ დაუპირისპირდება.

გორი. „თენგიზ ბურჯანაძე“

დილა - საბურთალო 1:2
გოლები: 0:1 ი. ტაბატაძე (40), 1:1 ბიძინაშვილი (54), 1:2 ერისთავი (84, პენ)
გაძევება: მაისაშვილი (61)

დილა (4-3-3): მუჯრიშვილი, ჩიტეიშვილი (სანტოსი 78), მაისაშვილი (კ), სილვა, ეტოუ, ბუღრიძე (ჭიჭინაძე 64), ნონდი, გაგნიძე, ბიძინაშვილი, ღუდუშაური (კამარა 72), კაპანაძე (წოწონავა 78)

მწვრთნელი: დემჩენკო

საბურთალო (4-2-3-1): გოშაძე, მალი, ლაცაბიძე, ჯინჯოლავა, კაკუბავა (კ), შ. ნონიკაშვილი (ტერა 88), ი. ტაბატაძე (ერისთავი 75), ძებნიაური, შულაია (გოჩოლეიშვილი 72), მანდრიჩენკო (ლ. ნონიკაშვილი 72) , თ. ტაბატაძე (ამინუ 88)

მწვრთნელი: კორღალიძე

altუღიმღამო თამაში თბილისში, "საბურთალო" "თელავს" დაუზავდა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული
ეროვნული ლიგა 2020
#
გუნდი
12
7
4
1
16
25
14
6
6
2
14
24
14
2
10
2
1
16
13
4
4
5
-6
16
11
0
6
8
-17
6
14
1
3
10
-24
6