ეროვნული ლიგა. VII ტური. ბათუმის „დინამომ“ მძიმე ბრძოლაში თელავში 3 ქულა მოიპოვა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ეროვნული ლიგის მეშვიდე ტურში ბათუმის „დინამომ“ გასვლაზე „თელავს“ 2:1 სძლია.

მატჩი საკმაოდ საინტერესო გამოვიდა, მეტადრე, მეორე ტაიმი: ჯერ სტუმრები ჯიღაურისა და ალთუნაშვილის გოლებით დაწინაურდნენ, შემდეგ არდაზიშვილმა ანგარიშში სხვაობა შეამცირა. დარჩენილი დრო ორმხრივ, სწრაფ იერიშებში წარიმართა, ზედ მსაჯის საფინალო სასტვენის წინ კი „თელავს“ შეეძლო ფრისთვის მიეღწია, მაგრამ კაპანაძის ახლო მანძილიდან დარტყმული ბურთი ოდნავ ასცდა კარს.

ბათუმის „დინამომ“ ამ მოგების შემდეგ 15 ქულა დააგროვა და მეორე ადგილზეა, „თელავი“ კი 6 ქულით მეშვიდე პოზიციაზეა.

12 აპრილს „თელავი“ „დილას“ უმასპინძლებს, ბათუმის „დინამო“ კი იმავე
დღეს გორში „სამგურალს“ დაუპირისპირდება.

თელავი.“კავკასიონი არენა“
თელავი - დინამო (ბთ) 1:2
გოლები: 0:1 ჯიღაური (59), 0:2 ალთუნაშვილი (61), 1:2 არდაზიშვილი (66)

თელავი (3-5-2): ჩოჩიშვილი, თევზაძე, მარაქველიძე (კაპანაძე 65), ბერიაშვილი (კ) (აშორტია 88), ჯიქია (კოხრეიძე 65), ძოწენიძე, შერგელაშვილი, ჯანელიძე, ბაიბალაევი (ბაშელეიშვილი 46), არდაზიშვილი, შეყილაძე

მწვრთნელი: გოცირიძე

დინამო (ბთ): (4-2-3-1): კუპატაძე, აზაროვი (მანჯგალაძე 65), აზაცკი, კობახიძე (კ), ჩაბრაძე, ტეიდი, ჯიღაური (ჩუკვურა 82), მამუჩაშვილი (გროზურეკი 90+3), ალთუნაშვილი, ნიქაბაძე (შინდაგორიძე 82), ფანცულაია

მწვრთნელი: გეგუჩაძე

მკითხველის კომენტარები / 1 /
ბრავო ბათუმი,წელს ჩემპიონებივართ
lideri
20:45 08-04-2021
3

სიახლეები პოპულარული