საკამათო გოლის მიუხედავად, ბათუმის "დინამომ" "სამგურალს" აჯობა და დამსახურებულად მოიგო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
დღეს, 12 აპრილს, საქართველოს ეროვნული ლიგის მე-8 ტურის შეხვედრაში, ბათუმის "დინამო" წყალტუბოს "სამგურალს" გორში, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე დაუხვდა და 2:0 დაამარცხა.

პირობითმა მასპინძლებმა ანგარიში თამაშის დაწყებიდან მალევე, მე-4 წუთზე გახსნეს - ჯაბა ჯიღაურის მარჯვენა ფლანგიდან ჩაწოდებული ბურთი მაქსიმე ქვილითაიას კარში ზუსტად გიორგი ფანცულაიამ გადაგზავნა - 1:0.

პირველ ტაიმში მეტი გოლი აღარ გასულა და ბათუმელები მეორე ნახევრის დაწყებამდე მინიმალური სხვაობით იგებდნენ.

მეორე ტაიმის სტარტზევე აჭარლებმა მეორე გოლი გაიტანეს. ფანცულაიამ მეკარის ბაქანზე მყოფ გიორგი ნიქაბაძეს ჩაუწოდა, ამ უკანასკნელმა კი ნახტომში თავით
ზუსტად დაარტყა - 2:0.

აღსანიშნავია, რომ ეს გოლი წყალტუბოელებმა გააპროტესტეს, მიიჩნიეს, რომ ბურთმა მოედნის ფარგლები ფანცულაიას ჩაწოდებამდე დატოვა. თუმცა შეხვედრის მთავარმა არბიტრმა ირაკლი კვირიკაშვილმა გოლი ჩათვალა.

ამის შემდეგ საგოლე მომენტები ორივე გუნდის კართან იყო, თუმცა ანგარიში აღარ შეცვლილა. ბათუმის "დინამომ" მე-5 გამარჯვება მოიპოვა, 18 ქულა დააგროვა და ლიდერ თბილისის "დინამოს" 1 ქულით ჩამორჩება.


12 აპრილი. გორი, თენგიზ ბურჯანაძე

ბათუმის დინამო - სამგურალი 2:0


1:0 ფანცულაია (4), 2:0 ნიქაბაძე (53)




მკითხველის კომენტარები / 6 /
დოლიძის დიდი პატივის ცემისა ის ცეტრალური თავდამსხმელი არარის ათამაშეთ თავის საკვარელ პოზიციაზე ეს გამოჩდა ლოკომოტივთან
1
ერთი გამოკვეთილი თავდამსხმელი ბუხაა რატომ ყავს ზამენაში და ასე ცოტა თამაშის დროს აძლევენ მას გასაკვირია კუხი და ბუხა იქნება ზუსტად ის თავდასხმა რომლებიც მოუტანენ გუნდს წარმატებას.
ბაჩო
08:11 13-04-2021
0

სიახლეები პოპულარული