ლევან კორღალიძე: "საბურთალოს" დატოვების გადაწყვეტილება ერთ დღეში არ მიმიღია

AutoSharing Option
"საბურთალომ" თავისი საიტით ოფიციალურად გამოაცხადა, რომ მთავარმა მწვრთნელმა ლევან კორღალიძემ გუნდი დატოვა. ამასთან დაკავშირებით კომენტარი თავად კორღალიძემ გააკეთა:

"გადაწყვეტილება ერთ დღეში არ მიმიღია, კარგა ხნის ნაფიქრი მქონდა. არ იყო იოლი ამ ყველაფერთან შეგუება, მაგრამ… "საბურთალო" ყოველთვის მაღალი მიზნებისთვის იბრძვის, ჩვენ კი რვა მატჩში 5 ფრე გვქონდა ნათამაშები. დღევანდელი გადასახედიდან ვფიქრობ, რომ ორივე მხარისთვის ასე სჯობდა.

"საბურთალო" იყო, არის და იქნება ჩემს გულში. უკლებლივ ყველას მადლიერი ვარ, განსაკუთრებით კი, კლუბის ხელმძღვანელების, რომლებიც ყველანაირ კომფორტს მიქმნიდნენ და გვერდში მედგნენ. "ბენდელაზე" მისვლისას მწვრთნელებისგან,
ფეხბურთელებისგან თუ ნებისმიერი პერსონალისგან სითბოსა და სიყვარულს ვგრძნობდი.

მინდა "საბურთალოს" მომავალში წარმატებები ვუსურვო".

კორღალიძემ გუნდის დატოვების შესახებ საზოგადოებას ქობულეთის “შუქურასთან” მატჩის 2:2 დასრულების შემდეგ ამცნო. შეგახსენებთ, რომ 41 წლის სპეციალისტმა დედაქალაქური კლუბი გასული წლის სექტემბერში ჩაიბარა. ამ ხნის განმავლობაში, კორღალიძის ხელმძღვანელობით, კლუბმა 18 ოფიციალური მატჩი ჩაატარა – 7-ჯერ მოიგო, 6 მატჩი ფრედ დაასრულა, ხოლო 5 შემთხვევაში დამარცხდა.

"საბურთალომ" კორღალიძეს მომავალ სამწვრთნელო კარიერაში წარმატებები უსურვა.

მკითხველის კომენტარები / 2 /
მისული არ იყავი და უკვე დიდი ხანი წასვლაზე ფიქრობდი?
რანაირი მიდგაომებია ვერ ვხვდები რა.....
კომენტატორი
09:52 14-04-2021
1
ახალგაზრდა ნიჭიერი მწვრთნელია კორცალიდზე მალე ახალ გუნდში ვიხილავთ იმედია
fanat
08:58 14-04-2021
2

სიახლეები პოპულარული