სეზონის დაწყებიდან ეროვნული ლიგის გუნდი მეორე მწვრთნელმა დატოვა

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ლიგის 2021 წლის სეზონის დაწყებიდან მხოლოდ 8 ტური გავიდა და ჩემპიონატში მონაწილე 10 გუნდიდან 2-ის მთავარმა მწვრთნელმა პოსტი დატოვა - პირველი "საბურთალოს" თავკაცი ლევან კორღალიძე იყო, მეორე წყალტუბოს "სამგურალის" დამრიგებელი უჩა სოსიაშვილი გამოდგა.

"უჩა სოსიაშვილი "სამგურალს" დაემშვიდობა. წყალტუბოს "სამგურალი" მომდევნო ტურიდან ეროვნულ ლიგაში ასპარეზობას უჩა სოსიაშვილის გარეშე განაგრძობს. ახალგაზრდა სპეციალისტი დღეს ფეხბურთელებს და კლუბის წევრებს დაემშვიდობა და მათ სამომავლოდ წარმატებები უსურვა. გუნდი
დატოვა მთავარი მწვრთნელის თანაშემწე თამაზ სამხარაძემაც.

კლუბი მადლობას უხდის უჩა სოსიაშვილს და თამაზ სამხარაძეს გაწეული სამსახურისთვის და წარმატებებს უსურვებს მათ მომავალ საქმიანობაში. "სამგურალის" ახალი მთავარი მწვრთნელის ვინაობა უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი." - ვკითხულობთ კლუბის მიერ "ფეისბუქგვერდზე" გავრცელებულ განცხადებაში.

სპეციალისტმა კომენტარი სპორტულ გაზეთ "ლელოსთან" გააკეთა და აღნიშნა, რომ საკუთარი ნებით არ წასულა.

"კლუბის დატოვების გადაწყვეტილება მე არ მიმიღია, გადაწყვეტილება მიიღო ხელმძღვანელობამ იმ შედეგების გამო, რაც დღეისთვის გვაქვს. პირველ რიგში, მადლობა მინდა გადავუხადო კლუბის გულშემატკივარს. მე მუდამ ვგრძნობდი მათგან თანადგომას და სიყვარულს, ისინი ყველაფერს აკეთებდნენ გუნდის წარმატებისათვის!.."

უჩა სოსიაშვილი იმერულ გუნდს სათავეში 2019 წლის სექტემბერში ჩაუდგა და "სამგურალი" ლიგა 3-დან უმაღლეს ლიგაში ამოიყვანა.

სოსიაშვილის სრული კომენტარი იხილეთ: LELO.ge

მკითხველის კომენტარები / 8 /
რა Ღირსები ხართ უჩასი, ვინ გაუშვით და ვინ მოიყვანეთ! და რაც მთავარია ვის უსმენთ ვის? დასაცინი გაიხადეთ Თავი.
სულხან
14:34 15-04-2021
1
ეს არის უმადურობა არ აცალეს მწვრთნელს რომელმაც ბევრი გააკეთა გუნდი უმაღლეს ლიგაში გადმოიყვანა და უიღბლობა რომ არა უფრო მაღლა იქნებოდა
დ.ბ
07:35 15-04-2021
2

სიახლეები პოპულარული
ეროვნული ლიგა 2020
#
გუნდი
12
7
4
1
16
25
14
6
6
2
14
24
14
2
10
2
1
16
13
4
4
5
-6
16
11
0
6
8
-17
6
14
1
3
10
-24
6