თურქი მსაჯები საქართველოს ეროვნულ ლიგაში

AutoSharing Option
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ საერთაშორისო, მიღებული პრაქტიკის გათვალისწინებით, თურქ კოლეგებთან თანამშრომლობის შემდეგ "კრისტალბეთ ეროვნული ლიგის" მე-9 ტურის ორ მატჩზე თურქ მსაჯთა ბრიგადა მოიწვია.

16 აპრილს, 16:00 საათზე, თბილისის "ლოკომოტივი" "დინამო თბილისს" უმასპინძლებს. აღნიშნულ მატჩს თურქ მსაჯთა ბრიგადა ქორაი გენჩერლერის ხელმძღვანელობით მოემსახურება. ფიფას 42 წლის არბიტრს ასისტენტობას ისმაილ შენჯანი და ალფასლან დედეში გაუწევენ. "დინამო არენაზე" დაგეგმილი მატჩის მეოთხე მსაჯი კი ბაჰათინ შიმშეკი იქნება.

მსაჯთა იგივე ბრიგადა კიდევ ერთ მატჩს 17 აპრილსაც განსჯის, რომელიც გორის "დილასა" და "დინამო ბათუმს" შორის თენგიზ ბურჯანაძის სახელობის
სტადიონზე 18:00 საათზე დაიწყება. ამჯერად არბიტრი ბაჰათინ შიმშეკი იქნება, ასისტენტები კი - კვლავ ისმაილ შენჯანი და ალფასლან დედეში. მეოთხე მსაჯის პოზიციაზე ქორაი გენჩერლერი იმუშავებს.

შეგახსენებთ, რომ 17 აპრილს მე-9 ტურის კიდევ ორი შეხვედრა გაიმართება. მატჩი "შუქურასა" და "თელავს" შორის 14:00 საათზე დაიწყება. "სამგურალი" კი "ტორპედოს" საკუთარ მოედანზე 16:00 საათზე უმასპინძლებს.

nakrebi.ge

altეროვნული ლიგა. VIII ტური. „დილამ“ სტუმრად „თელავი“ დაამარცხა [VIDEO]


მკითხველის კომენტარები / 1 /
ეგრე ჯობია.ახალგაზრდებსაც ეკნებათ თავი რომ გამოიჩინონ.იმიტომ რომ ესე იყო არველადზებზედაც.იკნება და თურქეთის უმაგლეს ლიგაში.მე პირადათ რუსეთში თამაშს მირჩევნია თურქეთის უმაგლეს ლიგაში წავიდნენ.ანაც ევროპაში.არი ჩვენ ჩემპიონატში ბევრი ახალგაზრდა რომელსაც პატრონობა უნდა და გზაზე დაყენება.
კარგია
18:41 16-04-2021
15
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული