დაბალი ტემპი და ინდივიდუალური ოსტატობა ზესტაფონში [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
საქართველოს ეროვნული ლიგის პირველი წრის უკანასკნელ ტურში ქობულეთის "შუქურამ" ზესტაფონში "თელავს" უმასპინძლა და 2:0 სძლია.

ზოგადად, ეს კლუბები, უფრო მეტად, დაცვით ფაზაში გამოირჩევიან, ერთმანეთთან დაპირისპირებისას  კი საკმაოდ ნელი ტემპი და ნაკლები ფანტაზია ვიხილეთ. საგოლე მომენტებით განებივრებულნი ნამდვილად არ ვყოფილვართ.

თუკი პირველ ნახევარში ბევრი არაფერი ხდებოდა, მეორეში ჯერ ჯეფერსონმა შეუტია კარგად, თუმცა "შუქურას" შემტევს გიორგი თევზაძე გადაეღობა და სიტუაცია განმუხტა. 73-წუთზე დასამახსოვრებელი ეპიზოდი  უკვე კახელებმა შექმნეს, რევაზ ინჯგიამ კარგად იარა ბურთთან ერთად და ლაშა შერგელაშვილს უპასა, მიმდინარე ეროვნულ ლიგაში ორი გოლის ავტორმა
მცველმა კი ლუკა შეროზიას კარს ააცილა. ამის შემდეგ უპირატესობა ნომინალურმა მასპინძლებმა მოიპოვეს.

77-ე წუთზე მიშიკო სარდალიშვილმა მშვენივრად იმოქმედა, ფლანგიდან ცენტრისკენ შეიწია, მცველები არ შეიმჩნია და გიორგი ჩოჩიშვილს ძელიდან ასხლეტით გაუტანა.

82-ე წუთზე ჯეფერსონ ჯერალდომ თავისი გოლი მაინც გაიტანა, მან ლევან ინგოროყვას პასი შეირგო.

ზესტაფონი. "დავით აბაშიძე"
შუქურა - თელავი  2:0
გოლები: 1:0 სარდალიშვილი (77), 2:0 ჯეფერსონი (82)

ქობულეთელებმა პირველი წრე მეექვსე ადგილზე დაასრულეს, მეორე წრის პირველ ტურს ისევ ამ არენაზე, თბილისის დინამოს" წინაარმდეგ გამართავენ, მერვე ადგილზე მყოფი თელაველები კი უკვე წყალტუბოს "სამგურალს" ესტუმრებიან.

alt"დინამომ" "ლოკომოტივს" 8 წუთში მოუგო, კაშია ბომბარდირად ყალიბდება [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული