უხეში პირველი ტაიმის შემდეგ, შეხვედრის მეორე ნახევარში ნომინალურმა მასპინძლებმა 55-ე წუთზე მიშიკო სარდალიშვილის გოლის წყალობით ანგარიში გახსნეს, წონასწორობა ჩიტეიშვილმა 75-ე წუთზე აღადგინა.
ამრიგად, გორელები 10 ტურის შემდეგ 18 ქულით მე-3 ადგილზე იმყოფებიან, აჭარლები 13 ქულით მე-6 ადგილს იკავებენ.
"დილა" მომდევნო შეხვედრას 28 აპრილს, "სამტრედიის" წინააღმდეგ გამართავს, "შუქურა" 29 აპრილს ბათუმის "დინამოს" უმასპინძლებს.
"შუქურა" - "დილა" - 1:1
გოლის ავტორები: 1:0 სარდალიშვილი (55), 1:1 ჩიტეიშვილი
"შუქურა" - შეროზია, ხმალაძე, რეხვიაშვილი, ჭანტურია, ფარტენაძე, გურეშიძე (გოგიტიძე 88), კაკაშვილი, ჯეფინიო (ჩელებაძე 70), მუსელიანი, სარდალიშვილი (ექვთიმიშვილი 70), ინგოროყვა.
"დილა" - გუგეშაშვილი, სილვა, ჭიჭინაძე, რამარიკ ეტოუ, ალეფ სანტოსი (ჩიტეიშვილი), ამოს ნონდი, ირაკლი ბიძინაშვილი, გაგნიძე, ბუღრიძე (ნემსაძე 63), კაპანაძე, უსმან კამარა (წოწონავა 69).
პრაგმატულმა და ჩინებულად ორგანიზებულმა "დილამ" ბათუმის "დინამო" დაამარცხა [VIDEO]