გია ცეცაძემ, რომელსაც იმერულ კლუბში საქართველოს ჩემპიონობის ტიტული აქვს მოპოვებული, მშობლიურ კლუბს დროთა განვალობაში საკუთარი ხელი ისევ დაატყო.
პირველი ტაიმი ცალსახად მასპინძლებისა იყო. 34-ე წუთზე ბრაზილიელმა ლეგიონერმა ნათან ჯუნიორმა გაიტანა, რასაც ზუსტად 4 წუთში სტუმართა დაცვის ლიდერ, ილია ბერიაშვილის ავტოგოლი მოჰყვა.
რევაზ გოცირიძემ მეორე ტაიმის დასაწყისიდანვე შედარებით პასიურად მოთამაშე ჯანელიძისა და არდაზიშვილის ნაცვლად მოედანზე ბაშალეიშვილი და შეყილაძე შეუშვა. ამ უკანასკნელმა ზუსტად ოთხ წუთში გოლი გაიტანა და ანგარიში შეამცირა.
შეხვედრის მეორე ნახევარში მომენტებიც იყო, ფეხბურთელები ანგარიშის შეცვლას ცდილობდნენ, სამტრედიელთა მეკარის, ბექა ქურდაძის მშვენიერი სეივიც ვიხილეთ. შეხვედრის ბოლოს ემოციებმაც იმატა, თელაველთა გამოცდილი მცველ, ლაშა შერგელაშვილს წითელი ბარათიც აუფრიალეს.
ამრიგად, "სამტრედიამ" ეროვნული ლიგის მიმდინარე სეზონში მეორე გამარჯვება იზეიმა და 7 ქულით ბოლო ადგილიდან მე-8 პოზიციაზე გადაინაცვლა.
"თელავი" 6 ქულით მე-9 ადგილს იკავებს.
სამტრედიელები მომდევნო შეხვედრას 28 აპრილს, გორის "დილას" წინააღმდეგ გამართავენ, "თელავი" იმავე რიცხვში" თბილისის "ლოკომოტივს" დაუპირისპირდება.
სამტრედია. "ეროსი მანჯგალაძე"
სამტრედია - თელავი - 2:1
გოლები: 1:0 ნათან ჟუნიორი (35), 2:0 ბერიაშვილი (38, საკ. კარში), 2:1 შეყილაძე (50)
გაძევება: შერგელაშვილი (90+2)
სამტრედია (3-4-1-2): ქურდაძე, ერაძე, გიორგაძე, ნადირაძე, იოსელიანი (კ) (იბრაჰიმ გადირზარდე 58), ცეცხლაძე (რობაქიძე 75), მესიაჩენკო, კვირკვია, ნათან ჟუნიორი (ლუკავა 90+4), კობახიძე (ვარიეტი 58), ილურიძე (დოობი 75)
მწვრთნელი: ცეცაძე
თელავი (3-4-2-1): ჩოჩიშვილი, ფაცაცია, ბერიაშვილი (კ), ძოწერიძე (აშორტია 89), შერგელაშვილი, ბაიბალაიევი (ციცქიშვილი 60), მ. ბაშალეიშვილი, მარაქველიძე (კოხრეიძე 76), არდაზაშვილი (შეყილაძე 46), ჯანელიძე (ნ. ბაშალეიშვილი ნ.), ინჯგია
მწვრთნელი: გოცირიძე
"შუქურამ" "დინამოს" დამარცხების შემდეგ "დილას" მნიშვნელოვანი ქულები მოპარა [VIDEO]