თავიდან „ლოკომოტივმა“ შეუტია, მაგრამ შემდეგ ინიციატივას „საბურთალო“ დაეუფლა და ტაბატაძემ თავისი გუნდი დააწინაურა. ამის შემდეგ თამაშის ტემპი კიდევ უფრო დაეცა და მომენტები არ იქმნებოდა.
მეორე ტაიმში „ლოკომ“ მეტოქის კარზე იერიშების მიტანა დაიწყო: ჯერ საჯარიმოდან დარცმელიას დარტყმული ბურთი ხარიხას მოხვდა, შემდეგ სიხარულიძემ ახლო მანძილიდან ვერ გაიტანა, საპასუხო შეტევისას კი კოხრეიძემ ხელსაყრელი პოზიციიდან ააცილა ბურთი კარს და „საბურთალომ“ ახალი მწვრთნელის, შუბითიძის ხელმძღვანელობით გამარჯვება მოიპოვა.
აღსანიშნავია, რომ შეხვედრის დასასრულს "ლოკომოტივის" მწვრთნელმა ჭიაბრიშვილმა მსაჯს, აფციაურს ხელი ჰკრა და არბიტრმა გააძევა.
"საბურთალომ" ზედიზედ მეორე მატჩი მოიგო, 17 ქულით მეოთხე ადგილზეა და 29 აპრილს „სამგურალს“ უმასპინძლებს, ხოლო 14 ქულით მეხუთე პოზიციაზე მყოფი "ლოკომოტივი" 28 აპრილს სტუმრად „თელავს“ დაუპირისპირდება.
თბილისი. „დინამო არენა“
ლოკომოტივი - საბურთალო 0:1
გოლი: ტაბატაძე (21)
ლოკომოტივი (4-2-3-1): მამარდაშვილი, გაბაძე (ქველაძე 57), კაშია, სანდოხაძე, უბილავა (კ), დარცმელია, სამურკასოვი (კახაბრიშვილი 57), იმრანი (გავაშელიშვილი 66), შონია, კირკიტაძე (მუკბანიანი 77), სიხარულიძე
მწვრთნელი: ჭიაბრიშვილი
საბურთალო (4-3-3): გოშაძე, მალი, ლაცაბიძე (ჯინჯოლავა 61), მუდრაკი, კაკუბავა (კ), ტაბატაძე (შულაია 69), ძებნიაური, ნონიკაშვილი (ცნობილაძე 87), ტერა (ჯგერენაია 87) , გოჩოლეიშვილი (კოხრეიძე 69), მანდრიჩენკო,
მწვრთნელი: შუბითიძე