ფრუიძის "სამგურალმა" "ტორპედოს" "დინამოც" ზედ მიაყოლა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ეროვნული ლიგის მეათე ტურში წყალბუბოს "26 მაისის" არენაზე  "სამგურალმა" თბილისის "დინამოს" უმასპინძლა და 2:0 დაამარცხა. სტადიონზე დაბრუნებული გულშემატკივრები კარგ ატმოსფეროს ქმნიდნენ და ამან მასპინძელ გუნდზე დადებითად იმოქმედა.

გამოცდილ სოსო ფრუიძეს "სამგურალში" მშვენიერი დაბრუნება გამოუვიდა, მისმა გუნდა ჩემპიონატში მეორედ გაიმარჯვა, შუალედში კი საქართველოს თასის შემდეგ ეტაპზეც გააღწია.

"დინამო" მატჩს ქობულეთის "შუქურასთან" თასზე გამოვარდნის გამო უხასიათოდ შეხვდა და ჩემპიონატში უკვე მეორე მარცხი განიცადა. თბილისელებს ერთადერთი ფრე სწორედ "სამგურალთან" პირველი ტურის შეხვედრაში აქვთ...

კიდევ ერთი მშვენიერი შეხვედრა ჰქონდა ერთადერთი გოლის ავტორ, სერგო კუხიანიძეს.
ფორვარდმა ეროვნულ ლიგაში მესამედ(44-ე წუთზე) გაიტანა და  სხვა არაერთი მომენტიც ჰქონდა. შეხვედრის ბოლოს წყალტუბოელებმა ბურთი მეტოქეს დაუთმეს, თუმცა დინამოელებმა ხელსაყრელი ვერაფერი შექმნეს, კონტრშეტევაზე კი მსაჯის მიერ დამატებულ მე-5 წუთზე გიორგი ბუხაიძისგან მეორე გოლიც მიიღეს.უცნაურია, რომ უკვე გაფრთხილებულმა გოლის ავტორმა მაისურის გახდის გამო მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და გააძევეს.


წყალტუბო, "26 მაისი"

სამგურალი - დინამო თბილისი 2:0

გოლები: 1:0 კუხიანიძე(44), 2:0 ბუხაიძე (90+5)


წყალტუბოოელები უკვე მე-7 ადგილზე არიან, მომდევნო ტურში "საბურთალოს" ეწვევიან, "დინამოს" კი ქართული კლასიკო ელის "ტორპედოსთან". თუკი დღესვე, ბათუმის "დინამო" გამარჯვებას შეძლებს, თბილისური კლუბი პირველ ადგილზე მხოლოდ ერთქულიანი უპირატესობით იქნება...

altგოლები, ავტოგოლი,გაძევება - საინტერესო მატჩი ეროსი მანჯგალაძეზე [VIDEO]




მკითხველის კომენტარები / 3 /
ბუხას უნდა მიეცეს მეტი სათამაშო დრო და კარგი იქნება შეუწყვილონ კუხიანიძე იქნება კარგი შემტევები და გოლებიც ბევრი გავა ლექვთაძეს არ ეკადრება ასეთი თამაში პასი უნდა გასცეს გუნდური პრინციპია
fanat
08:48 28-04-2021
0
არაა გამორიცხული, და სოსიაშვილი ხელს უშლიდა? ვითომ? ვერ დაკერეს?
gela
21:42 26-04-2021
0

სიახლეები პოპულარული
ეროვნული ლიგა 2020
#
გუნდი
12
7
4
1
16
25
14
6
6
2
14
24
14
2
10
2
1
16
13
4
4
5
-6
16
11
0
6
8
-17
6
14
1
3
10
-24
6