პირველ ტაიმში ბათუმელები უპირატესობას ფლობდნენ და ტეიდმა საჯარიმოს გარედან ძლიერი დარტყმით დააწინაურა თავისი გუნდი. მეორე ტაიმში „ტორპედოს“ მწვრთნელმა ბაბუნაშვილმა რიგი ცვლილებები განახორციელა და ინკუმის მიერ საჯარიმოდან ჩაწოდებულ ბურთზე ქაფიანიძემ ყველას დაასწრო და თავურით ანგარიში გაათანაბრა. დარჩენილ დროში „დინამო“ შეტევაზე დიდი ძალებით გადავიდა, მაგრამ გოლი ვერ გაიტანა და ფრეს დასჯერდა.
ბათუმის "დინამო" 19 ქულით მეორე ადგილზეა, ლიდერ თბილისის "დინამოს" 3 ქულით ჩამორჩება და 29 აპრილს ზესტაფონში "შუქურას" შეხვდება, ხოლო 6 ქულით მეცხრე პოზიციაზე მყოფი "ტორპედო" იმავე დღეს სტუმრად თბილისის "დინამოს" დაუპირისპირდება.
გორი. „თენგიზ ბურჯანაძე“
დინამო (ბთ) - ტორპედო 1:1
გოლები: 1:0 ტეიდი (39), 1:1 ქაფიანიძე (78)
დინამო (ბთ) (4-4-2): კუპატაძე, აზაროვი (თევდორაძე 79), აზაცკი, კობახიძე (კ), ტეიდი, ჯიღაური (ზარია 74), მამუჩაშვილი, ალთუნაშვილი, გროზურეკი (ნავალოვსკი 74), შინდაგორიძე (მანჯგალაძე 57), ფანცულაია
მწვრთნელი: გეგუჩაძე
ტორპედო (4-2-3-1): ჰამზიჩი, ტაბატაძე (კ) (რადჩენკო 67), მირცხულავა, ქაფიანიძე, ნადარაია, ჩაკვეტაძე, მამასახლისი, ძარია (გრიგალაშვილი 87), ბუკასი (შარვაშიძე 46), სალაკუ (ინკუმი 58), რეკიში (უგრეხელიძე 67)
მწვრთნელი: ბაბუნაშვილი