"ბევრი მხოლოდ აშვეთიაზე და მის შტაბზე ტეხს ჯოხს" - გულშემატკივართა სამადლობელი

AutoSharing Option
"ტორპედოს" გულშემატკივართა ჯგუფმა - "ჩვენ ვართ ტორპედომ", გუნდიდან წასულ მწვრთნელს, მიხეილ აშვეთიას მადლობა გადაუხადა.

"პირველ რიგში დავიწყოთ იქიდან, რომ ბევრი მხოლოდ აშვეთიაზე და მის შტაბზე ტეხს ჯოხს, და გუნდის დღევანდელ მდგომარეობას მათ აბრალებს. მეეჭვება ვინმეს მათზე მეტად გიყვარდეთ ეს გუნდი.

ეს ის აშვეთიაა, რომელიც მის სამწვრთნელო შტაბთან ერთად დაქცეულ-დამხობილ გუნდში დარჩა, უდიდესი კრიზისის მიუხედავად, როგორღაც მოახერხა და წინა წელს ეროვნულ ლიგაში დაგვტოვა, ამ სეზონში ჩემპიონატის დაწყებამდე 10 დღით ადრე გაურკვეველი იყო იარსებებდა თუ არა საერთოდ "ტორპედო", 10 დღეში შეიკრიბა გუნდი,
არც შეკრება გაუვლიათ და არც სრულყოფილად დაკომპლექტებულა გუნდი, იმ რესურსით, რაც ახლა გააჩნია "ტორპედოს", ძნელია მაღალი მიზნებისთვის ბრძოლა. ეს ფაქტია.

აშვეთია არის "ტორპედოს" სული და გული, უმაგრესი პიროვნება და თავისი საქმის პროფესიონალი. მადლობა აშვე ყველაფრისთვის შენ და შენს შტაბს, სადაც არ უნდა წახვიდეთ, ყველგან წარმატებებს გისურვებთ, და ვისურვებდით, რომ ერთ დღეს აუცილებლად დაბრუნდე ისევ ჩვენთან ... ეს თქვენი გუნდია! ეს თქვენი სახლია!

მადლობა და წარმატებები!", - წერს "ჩვენ ვართ ტორპედო" თავის "ფეისბუქის" გვერდზე.

მკითხველის კომენტარები / 3 /
gapiceb kvelapers , mitxaierti stabi sad caikitxe , kutaislebs ver gvascavli kartulad saubars, 3500 clis supta kartul kalakchi vcxovrobt.
KUTAISELI
08:22 28-04-2021
2
თუ ვინმეს არ ახსოვს ან არ მოსწრებია აშვეთიას ტორპედოს გასაგებია მაგრამ ვისაც ახსოვს მისი თამაში მათი მხრიდან ტეხავს აშვეს ცუდად მოხსენიება
sormona
22:00 27-04-2021
1

სიახლეები პოპულარული