"სამტრედიას" მეკარის ჩინებული თამაში და ფრე გორში [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ეროვნული ლიგის მე-11 ტურში "დილასა" და "სამტრედიას" მატჩი 1:1 დასრულდა.

შეხვედრა ლამაზი სანახავი გამოდგა. პირველ ტაიმში მასპინძლები გაგნიძემ დააწინაურა. მეორე ტაიმის დასაწყისში ერაძემ ანგარიში გაათანაბრა. აქედან მოყოლებული, "დილამ" დიდი ძალებით შეუტია, შეეძლო ისევ წინ გასულიყო, მაგრამ ჯერ კაპანაძემ, შემდეგ კი კამარამ ახლო მანძილიდან ვერ გაიტანეს; მერე მეკარე ქურდაძემ კაპანაძეს, ბიძინაშვილსა და გაგნიძეს არ დაანება გატანა და თავის გუნდს ქულა მოუპოვა.

"დილა" 19 ქულით მესამე ადგილზეა და 7 მაისს თბილისში "ლოკომოტივს" დაუპირისპირდება, ხოლო 8 ქულით მერვე პოზიციზე მყოფი "სამტრედია" 8 მაისს
"შუქურას" უმასპინძლებს.

გორი. "თენგიზ ბურჯანაძე"
დილა - სამტრედია 1:1
გოლები: 1:0 გაგნიძე (35), 1:1 ერაძე (50)

დილა (4-2-3-1): გუგეშაშვილი, ჩიტეიშვილი, მაისაშვილი (კ), სილვა, ეტოუ, ბუღრიძე (სანტოსი 46), ნონდი, გაგნიძე, ბიძინაშვილი, კაპანაძე (მადინგა 88), კამარა (წოწონავა 70)

მწვრთნელი: დემჩენკო

სამტრედია (3-5-2): ქურდაძე, ერაძე, გიორგაძე, ნადირაძე, ცეცხლაძე (რობაქიძე 69), კვირკვია, მესიაჩენკო (გადირზადე 69), კობახიძე (ლუკავა 58), რუხაძე, იოსელიანი (კ), ჟუნიორი (ლომთაძე 31)

მწვრთნელი: ცეცაძე

მკითხველის კომენტარები / 1 /
ეს დროებითი გამონათებებია.
ცალკეული ადამიანები ცალკეულ მატჩებში ან ეპიზოდებში გაიბრწყინებენ, მაგრამ ეს სრულებითაც არ ნიშნავს მათ მაღალ კლასს- ამ სიტყვებში საწყენი არაფერია,ეს უბრალოდ სიმართლეა.
ყველა ვხედავთ რომ ფიზიკური მომზადება ამ კლუბის ფეხბურთელების არის უსაშინლესი, მათ პროფესიონალიზმიც არ აქვთ საჭირო დონეზე, ასეთი მხოლოდ 3-4 თუ მოიძებნება.
უმთავრესი რაც არის აღსანიშნავი- მათ არ ეზარებათ სირბილი თუნდაც ქანცგაცლილებსა და დაღლილებს, მოძრაობენ და იბრძვიან, მაგრამ კლასი არ აძლევთ საშუალებას რომ მეტს მიაღწიონ, კლასი ბუნებითაც უნდა გქონდეს და ამაღლებასაც წლები უნდ,. ასე რომ ეს კლუბი თუ არ გავარდა წელს ლიგიდან, მაშინ ამ 27 კაციდან მინიმუმ 20 გასაშვებია კლუბიდან და ისევ დაიწყება ახალი სეზონისათვის ისევ ახალი კლუბის შენება "სამტრედიული ცარცის წრე"
და ბოლოს უმთავრესი - გორელთა კარში პენალტი იყო დასანიშნი პირველ წუთებზე როდესაც ხელზე მოხვედრილი ბურთი მსაჯმა ჯიუტად არ დაინახა და მხოლოდ ჯარიმა დანიშნა მეკარის მიერ ბურთის ხელში აღების გამო.
ეს უკევ მეექვსე სამართლიანი პენალტია რომელიც არ დაინიშნა სამტრედიელთა სასარგებლოდ ამ წელს ყველა ტურნირებზე.
jango
12:01 29-04-2021
0

სიახლეები პოპულარული
ეროვნული ლიგა 2020
#
გუნდი
12
7
4
1
16
25
14
6
6
2
14
24
14
2
10
2
1
16
13
4
4
5
-6
16
11
0
6
8
-17
6
14
1
3
10
-24
6