ფრუიძის წარმატებული სვლა "საბურთალომ" შეაჩერა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ეროვნული ლიგის მე-11 ტურში "საბურთალომ" წყალტუბოს "სამგურალს" უმასპინძლა და 2:0 დაამარცხა. შეხვედრის დაწყების წინ პატივი მიაგეს ლეგენდარული ქართველი მსახიობის, კახი კავსაძის ხსოვნას.

ორივე გუნდი მატჩს წარმატებული სერიით შეხვდა - თუკი "სამგურალმა" სოსო ფრუიძის დაბრუნება ქუთაისის "ტორპედოსა" და თბილისის "დინამოს" დამარცხებით აღნიშნა, ხვიჩა შუბითიძემ "ლოკომოტივს" მნიშვნელოვანი შეხვედრა მოუგო და წყალტუბოელებთან წარმატების შემთხვევაში, მისი გუნდი ეროვნულ ლიგაში მეორე საფეხურზე (სანამ კონკურენტებს უთამაშიათ) აინაცვლებდა. თბილისურმა გუნდმა ეს წარმატებით მოახერხა.

პირველი ტაიმი მაღალი ტემპითა და სახიფათო მომენტებით ნამდვილად ვერ გამოირჩეოდა. საწყისი 45  წუთი, ძირითადად, "საბურთალოს" ბურთის კარნახში გაილია.

მე-16 წუთზე თბილისელებმა მეტოქის საჯარიმოში სამსვლიანი კომბინაცია გაითამაშეს, რაც დმიტრი მადრიჩენკოს გოლით დასრულდა. უკრაინელ ლეგიონერს ეროვნულ ლიგაში ჰეთ-თრიი უკვე შესრულებული აქვს, ეს მისი მეოთხე გოლი იყო.

მეორე ტაიმის დაწყებისთანავე იური ტაბატაძემ ეროვნულ ლიგაში მეექვსედ გაიტანა,(ბომბარდირთა დავაში დაწინაურდა), გიორგი ლაცაბიძემ კი შეხვედრაში მეორე საგოლე გადაცემა ჩაიწერა. ამის შემდეგ ცხადი გახდა, რომ "საბურთალო" ამ უპირატესობას ხელიდან აღარ გაუშვებდა.


თბილისი. "მიხეილ მესხი"
საბურთალო - სამგურალი 2:0
გოლები: 1:0 მადრიჩენკო (16), 2:0 ი. ტაბატაძე (51)

მომდევნო ტურში, 7 მაისს, "საბურთალო" ქუთაისის "ტორპედოს" ესტუმრება,  წყალტუბოელები კი "თელავს" მიიღებენ.


მკითხველის კომენტარები / 4 /
თბილისის თუ ბათუმის დინამო დაამარცხა წინაზე სამგურალმა.
დასეირნობდნენ მცველები, ყომარს არ იშლიან
გიორგი გორგაძე
17:34 30-04-2021
0
პატარა მოდუნება და უხეირო დაცვის სუსტი თამაში და ნოლი ქულა არადა არაფრით მეტი არარის საბურთალო წკალტუბოზე ბუხაიძის და კუხიანიძის ტანდები იქნება საუკეთესო შეტევაში წარმატებები სამგურალს
fanat
08:41 30-04-2021
0

სიახლეები პოპულარული