ჭიაბრიშვილი - ათი მატჩით, ნემსაძის თანაშემწე - სამით, "სამგურალი" უმაყურებლოდ - სადისციპლინო კომიტეტმა გადაწყვიტა

AutoSharing Option
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო და დავების განმხილველმა კომიტეტმა ეროვნული ლიგის მე-10 ტურის ორი შეხვედრის ("ლოკომოტივი" - "საბურთალო" / სამგურალი" - "დინამო თბილისი") მსვლელობისას მომხდარ ინციდენტებზე იმსჯელა.

​კომიტეტმა განიხილა ოფიციალურ პირთა მოხსენებითი ბარათები, მოისმინა მხარეთა მოსაზრებები და მიიღო შემდეგი გადაწყვეტილება:

თბილისის "ლოკომოტივის" მთავარ მწვრთნელ გიორგი ჭიაბრიშვილს შეხვედრის არბიტრის სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის გამო სანქციის სახით დაეკისრა 10-მატჩიანი დისკვალიფიკაცია და ჯარიმა 5000 ლარის ოდენობით.

თბილისის "დინამოსთან" გამართული მატჩისას მომხდარი ინციდენტის გამო წყალტუბოს "სამგურალი" უახლოეს სამ საშინაო შეხვედრას მაყურებლის გარეშე გამართავს. ამასთან ერთად,
კლუბი 5000 ლარით დაჯარიმდა.

ამავე ინციდენტში მონაწილეობის გამო თბილისის "დინამოს"  მთავარი მწვრთნელის ასისტენტ ლაშა ჭელიძეს სანქციის სახით დაეკისრა 3-მატჩიანი დისკვალიფიკაცია და ჯარიმა 1200 ლარის ოდენობით. 

წყარო: ეროვნული ლიგა


altჭიაბრიშვილის გაუგონარი საქციელი - გიორგიმ მსაჯისთვის თავის ჩარტყმა სცადა და მერე ხელი ჰკრა [VIDEO]


მკითხველის კომენტარები / 4 /
კიდევ პატარა სასჯელია.ყოჩაღ ფედერაციას რო მაინც ბოლომდე არ წირავს მწვრთნელს და გუნდს.წარმოგიდგენიათ ვთქვათ ინგლისში რომ მწვრთნელი მსაჯს ხელით შეეხოს?ხო სამუდამოდ აუკრძალავენ პრემირლიგაში მუშაობას.
Master
19:42 06-05-2021
5
ისედაც უმაყურებლოდ არ არიან? მაგარი დასჯა გამოუვიდათ.
ზვიო
17:17 06-05-2021
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული